საქართველოს მიმზიდველი ტურისტული გამოცდილების შესახებ, ყოველწლიურად, მთელი მსოფლიოს გარშემო უამრავი იგებს. ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი ის რესურსია, რომელიც ეფექტურ მართვას საჭიროებს. ეს კარგად იციან ადამიანებმა, რომლებსაც საკურორტო ზონებში აქვთ აპარტამენტები და ტურისტებს მასპინძლობენ. ისინი, ვისაც სურს ბათუმში არსებული უძრავი ქონების გაქირავება, ხშირად აწყდებიან სირთულეებს – ჯავშნების მართვა, ვიზიტორების მოზიდვა, აპარტამენტების მოწესრიგება… ასეთ დროს, ბევრი გამოცდილ პროფესიონალებს ამჯობინებს. სწორედ მათთვის არის განკუთვნილი Journey Rooms-ის მომსახურება, რომელიც არამხოლოდ გაქირავებას უზრუნველყოფს, არამედ უძრავი ქონების მართვასა და რეპორტინგს. დეტალებზე კომპანიის დამფუძნებელი ბექა ბალაძე გვესაუბრა.
M: როგორია ამ დროისათვის მოცემულობა აპარტამენტების გაქირავების ბაზარზე და რა განაპირობებს ამ მდგომარეობას?
ბათუმში ყოველდღიურად მატულობს მშენებლობები, რაც იწყვევს დიდ და ჯანსაღ კონკურენციას, მაგრამ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში აპარტამენტების გაქირავება დღითიდღე კლებულობს. ამ არასტაბილურობის მთავარი მიზეზია უთანაბროდ დაგეგმილი ტურისტული აქტივობები, სეზონების მიხედვით. ჩვეულებრივ, ტურიზმის დეპარტამენტი ორიენტირებულია გაზაფხულ-ზაფხულის სეზონზე. ბიუჯეტის დიდ ნაწილს მხოლოდ ამ კონკრეტულ პერიოდს უთმობენ, შესაბამისად, შემოდგომა-ზამთრის ჭრილში ნაკლებად გვაქვს ტურისტული აქტივობები, რაც ტურისტული ნაკადის კლებას იწვევს და პირდაპირ ისახება ბიზნესზე.
M: როგორ პასუხობთ ბაზარზე არსებულ ამ გამოწვევას?
ნებისმიერი ბიზნესისთვის, მათ შორის ჩვენთვისაც, საკმაოდ რთულია ამ გამოწვევებთან ჭიდილი. წინა წლებთან შედარებით, პროცენტულობაში რომ გამოვსახოთ. ჩვენი დატვირთვა 100%-დან 40%- მდეა შემცირებული, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს როგორც კომპანიას ასევე მასში დასაქმებულ ადამიანებს, რადგან კომპანია იძულებულია შეამციროს ადამიანური კაპიტალი. იმავე სიტუაციაში არიან არა მარტო „ჯურნი რუმსის“ პარტნიორები, არამედ სხვა კომპანიებიც, მათ შორის კვების ობიექტები, სამშენებლო და სარემონტო მაღაზიები, რომლებიც ზამთრის სეზონზე მნიშვნელოვან ფინანსურ დანაკლისს განიცდიან.
ეს გამოწვევა, აისახება როგროც მსხვილ ბიზნესებზეც და პატარა საოჯახო ტიპის სასტუმროებზეც. ვფიქრობ, ამ გამოწვევის აღმოსაფხვრელად, ტურიზმის დეპარტამენტი უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული, კონკრეტულად იმ პერიოდებში, როცა ტურისტების ნაკადის შემოდინება კლებულობს. კარგი იქნება, თუკი მათი მხრიდან აქტიურად დაიგეგმება ღონისძიებები, რათა ჩვენ ქვეყანაში ვიზიტით უფრო მეტად დაინტერესდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ამასთან, უმნიშვნელოვანესია ადგილობრივი ტურიზმის განვითარება. ადგილობრივ ტურისტს უნდა შევთავაზოთ უფრო ბიუჯეტური და ხელსაყრელი ფასები, რადგან ქვეყანაში საშუალო ხელფასების მოცულობა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ადგილობრივებმა სეზონურად შეძლონ საკურორტო ზონებში დასვენება.
M: მიმოვიხილოთ, რა სერვისებს უზრუნველყოფს თქვენი კომპანია?
Journey Rooms, როგორც საქართველოს ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სთავაზობს მომსახურების სრულ პაკეტს, რაც მოიცავს: ქონების უზრუნველყოფას, მის გაქირავებას, მენეჯმენტს, შემოსავლების ბრუნვის სტატისტიკას თვისა და წლის ჭრილში.
M: გვიამბეთ, რა გამოცდილება გაქვთ დაგროვილი ამ სფეროში, რაც ამოცანის პროფესიონალურად გამკლავების საშუალებას გაძლევთ?
ამ სფეროში 15 წლიდან ვარ ჩართული. მართალია, ასეთი ფართო მასშტაბით არა მაგრამ იმ პერიოდში ეს ინდუსტრია საკმაოდ დიდი გამოწვევა გახლდათ ჩემთვის. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შევიძინე როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული უნარები და უფრო თამამად და თავდაჯერებულად ვუმკლავდები სირთულეებს.
M: სად და როგორ შეუძლიათ მოგმართონ აპარტამენტების მფლობელებს, თქვენი სერვისების მისაღებად?
ჩვენი სერვისის მისაღებად აპარტამენტების მფლობელებს შეუძლიათ მოგვმართონ, როგორც ჩვენს ინსტაგრამ გვერდ Journey Rooms-ზე, ასევე შეუძლია მიმართონ ჩვენი გაყიდვების ჯგუფს 555 231 321.
M: როგორ გეგმავთ კომპანიის განვითარებას?
ჩვენი გუნდი მიმართულია ყოველდღიურ ზრდასა და განვითარებაზე. საკმაოდ დიდი ენთუზიაზმით ვართ განწყობილები, რომ უახლოეს პერიოდში გაიზრდება ჩვენი პარტნიორთა რიცხვი.
[R]