in

ციფრული უნივერსიტეტის დირექტორი იოვიტა მიხალსკა Ad Black Sea 2019-ის სპიკერი იქნება

ქართული საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალის Ad Black Sea კიდევ ერთი სპიკერი პოლონელი იოვიტა მიხალსკა იქნება. იოვიტა მიხალსკა ციფრული უნივერსიტეტის დირექტორია. უნივერსიტეტი ჰარვარდის ბიზნეს სკოლასთან, სტენდფორდის უნივერსიტეტთან და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტთან აქტიურად თანამშრომლობს. 19-21 სექტემბერს გამართულ Ad Black Sea-ზე, იოვიტას სასაუბრო თემა იქნება “უკვდავება და რობოტები სამსახურში – გადავურჩებით ციფრულ რევოლუციას?”. Singularity University-ის საგანმანათლებლო გამოცდილების საფუძველზე, იოვიტა ისაუბრებს რობოტიკაზე, ასევე, როგორ შეცვლის სამუშაო ბაზარს, სარეკლამო და კინოინდუსტრიას ხელოვნური ინტელექტი.

იოვიტას აქვს ოცწლიანი გამოცდილება ციფრულ ტრანსფორმაციაში, ბიზნესის სტრატეგიაში, მარკეტინგსა და მედია ბაზრებზე მუშაობაში, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით. სხვადასხვა პერიოდში უმუშავია მარკეტინგის დირექტორად და დირექტორის მრჩევლად. მის ფუნქციებში შედიოდა სტრატეგიის შემუშავება, კომპანიის რესტრუქტურიზაცია, ადამიანური რესურსების განვითარება, მომსახურების გაუმჯობესება. იოვიტა, ასევე, არის Deloitte Central Europe-ის მიერ დაფუძნებული სტარტაპის Smash Polska დირექტორი. სტარტაპი ტექნოლოგიური კონფერენციების ორგანიზებაზე, ინოვაციებსა და კრეატივზე მუშაობს ცენტრალური ევროპის მასშტაბით. ის აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო კონფერენციებში, წერს ბლოგებს და არის სტარტაპ აქსელერატორების მენტორი. ორგანიზებას უკეთებს სტარტაპ ვორკშოპებს, ჰაკათონებს, სემინარებს და კონფერენციებს. 2016 წლიდან, ის ქალთა გლობალური სამიტის საბჭოს წევრია.

Ad Black Sea წელს მეხუთედ ჩატარდება და შემოქმედებითი ინდუსტრიის ასობით წარმომადგენელს გააერთიანებს, 15-ზე მეტი ქვეყნიდან. სამი დღის განმავლობაში, ბათუმში გამართულ სარეკლამო ფესტივალზე, მსოფლიო სარეკლამო ინდუსტრიის ვარსკვლავები ისაუბრებენ და დელეგატებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. Ad Black Sea, სამი დღის განმავლობაში, მოიცავს საგანმანათლებლო, ნეთვორქინგ და გასართობ ღონისძიებებს. ფესტივალის დასასრულს კი, დაჯილდოების ცერემონიაზე, ჟიურის რჩეული ნამუშევრები დაჯილდოვდება.

დისტანციურად მართვადი ჩიტი, დრონის ჩანაცვლების ამბიციით

ბათუმში სრულად ადაპტირებული პლაჟი გაიხსნა