in

Joy-Cam AR თამაშების გადაღებას გაგიმარტივებთ

გეიმერებისთვის თამაშთან ერთად, მისი განხილვა და ემოციების გაზიარებაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვირტუალური თუ შერეული რეალობის თამაშებში კი ამას Joy-Cam-ით შეძლებთ. მისი დახმარებით, სურათებისა და ვიდეოების გადაღება თქვენთვის უფრო მარტივი პროცესი გახდება.

Joy-Cam-ის შექმნა დიზაინერ Liam de la Bedoyere-ის იდეა იყო. მას მიაჩნია, რომ Nintendo Switch-ს უბრალო სათამაშო კონსოლზე გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს. ამიტომ, მას ფოტოგრაფიული ფუნქციები დაამატა და მრავალმხრივ მულტიმედიურ მოწყობილობად გადააქცია.

კამერას ერთი დიდი და ერთი პატარა ლინზა აქვს, რითაც გეიმერებს საკუთარი თამაშისა და რეაქციების ჩაწერა შეეძლებათ. მას სმარტფონებზე ბევრად დიდი ობიექტივი აქვს. ავტოფოკუსის მექანიკურით ჩანაცვლება და დაბალ განათებაზე გადაღებაც კი შეუძლია, რაც თამაშის მოყვარულებს სტრიმინგისთვის ახალ უფრო მარტივ გზას სთავაზობს. 

მეტიც, Nintendo Switch ადამიანებს, ახალი მოწყობილობის შეძენის გარეშე, ლინზებისა და სენსორების განახლების საშუალებას მისცემს.

NFT, რომელზეც 104 CryptoPunk პერსონაჟია თავმოყრილი 20-30$ მილიონად გაიყიდება

„მაგნიტის“ გათამაშების პირველი გამარჯვებულები გამოვლინდნენ