in

სიხარული მაშინაა ნამდვილი, როცა ერთმანეთს ვუზიარებთ

BOG
BOG

Amazon-ის წლევანდელი გლობალური საახალწლო კამპანია იმისკენაა მიმართული, რომ ყველა გააღიმოს. გულთბილი ვიდეორგოლო თაობებს შორის მეგობრობის არსს ასახავს და ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ ძლიერდება სიხარული, როცა საყვარელ ადამიანს ვუზიარებთ.

60-წამიანი სიუჟეტი სამი ხანდაზმული ქალის ამბავს მიჰყვება — ისინი თოვლიან ბორცვს გაჰყურებენ და სითბოთი ივსებიან, ხედავენ, როგორ სრიალებენ ბავშვები და სასიამოვნო ემოციებით უნათდებათ სახე. რამდენიმე წამში კი თავადაც იწყებენ სრიალს, რასაც ბავშვობის დროინდელი „ფლეშბექ“ კადრები ენაცვლება.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ვიდეორგოლი მომხმარებლების სიყვარულით და გაზიარების ტრადიციითაა შთაგონებული. „ჩვენ მიერ მოთხრობილი ამბები გვახსენებს, რომ ხანდახან სიხარული საყვარელი ადამიანებისთვის რაღაც სასიამოვნოს გაკეთებით მოდის. ასევე გვინდოდა, ამ შესანიშნავი ქალებისთვის მიგვეცა საშუალება, საკუთარი თავის სხვადასხვა ასპექტები გამოევლინათ და დაგვეფიქსირებინა, როგორ გამოხატავენ სიხარულს ასაკის მიუხედავად“.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ უფროს ასაკში ნოსტალგია ხშირად ზედმეტად სენტიმენტალურად აღიქმება. თუმცა სამი ქალის ისტორია არა მხოლოდ წარსული მოგონებებისკენაა მიმართული, არამედ ახალი მოგონებების შექმნაზეც ფოკუსირდება.

როგორ შეუწყო ხელი uTorrent-მა ფასიან კონტენტზე უფასო წვდომას ხელი

ჰუმანოიდი რობოტი კომპანიის დირექტორად დანიშნეს!