in

ვისკი ჯოისტიკით შთაგონებულ დეკანტერში — Atari

იმ ადამიანებს, რომლებიც გვიანობამდე თამაშობდნენ Atari 2600-ის 70-იანი წლების სახლის ვიდეოთამაშების კონსოლით, ნოსტალგიების გაღვიძებას სთავაზობენ — Atari-მ თავისი კლასიკური CX-10 ჯოისტიკი ვისკის დეკანტერად გადააქცია. ამგვარად Joystick Decanter Set-ის ინსპირაცია სწორედ 70-იანი წლების მოწყობილობა გახლავთ.

BOG
BOG

750 მილილიტრია, სიმაღლით 19 სანტიმეტრზე მეტი და მინით ერთღილაკიანი ჯოისტიკის ფორმებს ჰბაძავს. ორი Action button-ის ჭიქაც მოჰყვება, რომლებზეც Atari-ს ლოგოა ამოტვიფრული. ამას ემატება მინიმალისტური დაფა, ასევე, ლოგოთი და ბრენდის სლოგანით: Futuristic Since Forever.

დეკანტერი და ჭიქები ბოროსილიკატისგან არის დამზადებული გამჭვირვალობისა და გამძლეობის გამო, ჯოისტიკის სახელური კი, პლასტმასის ნაცვლად, ასევე მინისგან დაამზადეს. ერთიანად 1.5 კილომდე იწონის, ხელით ჩვეულებრივ ირეცხება და, საკოლექციო ნივთთან ერთად, მისი ყოველდღიურად გამოყენებაცაა შესაძლებელი.

ჯოისტიკით შთაგონებული ვისკის ფასი 125 დოლარია და მის ყიდვას Atari-ის მაღაზიებში შეძლებთ.

DEF-AI 2025: საქართველო ციფრული ფინანსებისა და AI ინოვაციების ყურადღების ცენტრში

Lacoste-ს ნიანგის ლოგო თხად გადააქციეს — რა ხდება?!