in

Jp Morgan – „უოლ სტრიტის მგელი” საფინანსო სექტორში

არსებობს ბრენდები, რომელთა ისტორიაც კონკრეტული ადამიანების სახელს უკავშირდება და ესეც ის შემთხვევაა. ჯონ პირპონტ მორგანი ამერიკელი მეწარმე, ბანკირი და ფინანსისტია, რომელმაც დიდი მონაწილეობა მიიღო საბანკო ინდუსტრიის ჩამოყალიბებაში. ამიტომ, სანამ ბრენდზე გადავალთ, ცოტას მის შესახებაც მოვყვებით.

istoriebi
istoriebi

„დაბედებული” ბანკირობა

როდესაც მორგანი დაიბადა 1837 წლის 17 აპრილს, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ მისი მომავალი ბანკს დაუკავშირდებოდა, რადგან მამამისი, იუნიუს სპენსერ მორგანი ბანკის მმართველი პარტნიორი იყო და ჯონმაც პატარაობიდანვე იცოდა, როცა გაიზრდებოდა, მამის ადგილი უნდა დაეკავებინა. როდესაც ოჯახი საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა, ჯონ მორგანი სასწავლებლად შვეიცარიაში, შემდეგ კი გერმანიაში გაუშვეს. 

სწავლის დასრულების შემდეგ ის აქტიურად ჩაერთო მამის საქმიანობაში და მალევე დაეუფლა მის ადგილს. იგი დიდ ინტერესს იჩენდა რკინიგზისა და აქციების მიმართ, განიხილავდა შეთავაზებებს, დაფინანსების გზებს და ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ თავისი ბანკი გაეფართოებინა.

რკინიგზის რეაბილიტაცია

მე-19 საუკუნის ბოლოს, იმ პერიოდში, როდესაც აშშ-ს სარკინიგზო ინდუსტრიაში მრავალი გამოწვევა თუ პრობლემა იჩენდა თავს, მორგანი ჩართული იყო რკინიგზის რეორგანიზაციასა და კონსოლიდაციაში. ამ პროცესში მან მოიპოვა კონტროლი ამ რკინიგზის მარაგის მნიშვნელოვან ნაწილზე და საბოლოოდ აკონტროლებდა ამერიკის სარკინიგზო ხაზების დაახლოებით მეექვსედს.

როგორ გადაურჩა მორგანი „ტიტანიკის” ტრაგედიას

ჯონ მორგანი 1911 წელს ესწრებოდა White Star-ის ცნობილი ქმნილების, „ტიტანიკის” პრეზენტაციას. მას ადგილიც ჰქონდა დაჯავშნილი ამ ავბედით გემზე, რომელიც მოგზაურობაში 1912 წლის აპრილში უნდა გასულიყო, მაგრამ იძულებული გახდა, ჯავშანი გაეუქმებინა. 

ასე გადაურჩა ის ტრაგედიას და გააგრძელა საქმიანობა, რომელმაც უდიდესი წარმატება და სახელი მოუპოვა.

ამერიკული ბანკი

მორგანის დროს შეერთებულ შტატებს არ ჰქონდა ცენტრალური ბანკი, ამიტომ მან გამოიყენა თავისი გავლენა, რათა დახმარებოდა ამერიკელ ერს ეკონომიკური კრიზისების დროს. მაგალითად, 1907 წელს, როცა ფინანსური პანიკა შეიქმნა, მორგანმა ნიუ-იორკში, თავის სახლში, გამართა ქვეყნის მთავარი ფინანსისტების შეხვედრა და დაარწმუნა ისინი, რომ გაეთავისუფლებინათ სხვადასხვა მოშლილი ფინანსური ინსტიტუტები ბაზრების სტაბილიზაციის მიზნით.

„უოლ-სტრიტის მგელი”

მსგავსი ქმედებებით, ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად იქცა უოლ-სტრიტზე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა რამდენიმე მულტინაციონალურ კორპორაციას, მათ შორის U.S. Steel, International Harvester და General Electric. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანის მმართველი თავად იყო. გარდა ამისა, იგი ფლობდა აქციებს სხვა კომპანიებში.

თავისი ეს გავლენა მორგანისთვის მხოლოდ დადებითი შედეგებისა და ბიზნესწარმატების მომტანი არ იყო. მას ხშირად იბარებდნენ როგორც პოლიციაში, ისე სხვადასხვა დაჯგუფებები მისი მოწინააღმდეგებიდან, ცდილობდნენ მასთან დაკავშირებას. ამის გამო მორგანს ხშირად უწევდა მოსმენებზე სიარული და ჰქონდა პრობლემები. 

დროთა განმავლობაში მას უკვე ჯანმრთელობაც შეერყა და 1913 წლის 31 მარტს რომში გარდაიცვალა. მის სიკვდილს მედია რამდენიმენაირად აშუქებდა: როგორც უოლ-სტრიტის მეფის გარდაცვალება, ბარონული მმართველობის დასრულება და ა.შ.

14 აპრილს, მისი დაკრძალვის დღეს, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა მის პატივსაცემად დაიხურა. ის დაკრძალეს მორგანის ოჯახის მავზოლეუმში ჰარტფორდის სასაფლაოზე.

JPMorgan Chase

JPMorgan Chase & Co. დღეს ამერიკული მრავალეროვნული ფინანსური კომპანიაა, უმსხვილესი ბანკი შეერთებულ შტატებში და 2023 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე დიდი ბანკი საბაზრო კაპიტალიზაციით. 

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Negroni Week – მსოფლიო კვირეულს საქართველოს ბარები მეორედ უერთდებიან

„სქაიტელმა”, პროექტ „ჩართესთან” თანამშრომლობით, სოციალურად დაუცველ სკოლის მოსწავლეებს საჩუქრად ლეპტოპები გადასცა