in

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ დაზღვევის ონლაინ სერვისების განვითარებას განაგრძობს

GPI5“ჯიპიაი ჰოლდინგმა” საზოგადოებას კომპანიის გრძელვადიანი ხედვა და ახალი სტრატეგიული მიდგომა წარუდგინა. კომპანიამ დაზღვევის შეძენის ონლაინ პორტალი ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დანერგა და სერვისების დიჯიტალიზაციის პროცესს კვლავ აგრძელებს. ამიერიდან, საქართველოში პირველად , ჯიპიაი-ს პორტალისა და აპლიკაციის საშუალებით, დაზღვეულებს საშუალება ექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევის ანაზღაურება ონლაინ, 1 სამუშაო დღეში მიიღონ. ამისათვის, საჭიროა ეწვიონ ვებ გვერდს www.mygpi.ge ან საკუთარ მობილურში  ჩამოტვირთონ აპლიკაცია GPI Mobile.

პაატა ლომაძე, ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი: “ეს ახალი ეტაპია არა მხოლოდ ჩვენი, არამედ საქართველოს სადაზღვევო ბაზრის განვითარების. სადაზღვევო სფერო ბევრს კონსერვატიულ სფეროდ მიაჩნია, რთული პირობებითა და პროცედურებით. ამ ინოვაციური სერვისებით გაცილებით მარტივი და ხელმისაწვდომი ხდება არა მხოლოდ დაზღვევის შეძენა, არამედ ანაზღაურების მიღება. დარწმუნებულები ვართ, ეს ბევრ თანამედროვე ადამიანს მისცემს სტიმულს, ისარგებლონ დაზღვევით, ჰქონდეთ ფინანსური თავდაცვის მექანიზმები და უფრო თამამად განახორციელონ საკუთარი გეგმები.”

GPI2

დიჯიტალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში “ჯიპიაი ჰოლდინგმა” დაიწყო ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერის პროგრამა. სადაზღვევო კომპანიამ, პროგრამის ფარგლებში, პირველი, სოციალური, ინოვაციური პროექტი – Hero წარადგინა.

Hero – არის აპლიკაცია, რომელიც შექმნილია სისხლის დონაციის პრობლემის გადასაწყვეტად და აკავშირებს სისხლის დონორებს ადამიანებთან, რომლებსაც ის ესაჭიროებათ. Hero-ზე რეგისტრაციისას თითოეული მომხმარებელი ხდები გმირი, რომელსაც შეუძლია ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს, ამისთვის საკმარისია, საჭირო დროს, 30 წთ დაუთმოს სისხლის უანგარო დონაციას.

სანდრო კანდელაკი, Hero-ს თანაავტორი: „Hero-ს გამოყენება არის ძალიან მარტივი. თქვენ შედიხართ აპლიკაციაში, რეგისტრირდებით, უთითებთ თქვენს სახელს, გვარს, საკონტაქტო მისამართს, სისხლის ჯგუფს და ლოკაციას, რის შემდეგაც თქვენ ხდებით პოტენციური გმირი. როდესაც აპლიკაციაში დარეგისტრირდება ადამიანი, რომელსაც სჭირდება შესაბამისი სისხლის ჯგუფის დონორი (გმირი), ის აგზავნის მოთხოვნას და თქვენ, როგორც პოტენციურ გმირს, მოგდით შეტყობინება, რომ ამ ადამიანს სჭირდება თქვენი დახმარება.“

GPI3

პაატა ლომაძე, ჯიპიაი ჰოლდინგის გენერალური დირექტორი: “ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩვენ მხარს დავუჭერთ ისეთი პროექტების დანერგვას, რომელიც მიმართული იქნება რისკების მართვის ან შემცირებისკენ, ინოვაციების დანერგვისკენ. გვსურს, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს განახორციელონ თავისი პროგრესული იდეები,  ვაძლევთ მათ შესაძლებლობას, საკუთარი პოტენციალი გამოავლინონ იმისთვის, რომ უკეთესი გახადონ სამყარო და ეს ყველაფერი ქართული ბიზნესის რესურსით, აქ გააკეთონ.”

პროექტს მხარს უჭერს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, რადგან სისხლის დონაციის პრობლემა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. Hero-ს პრეზენტაციას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ესწრებოდა.

****

GPI Mobile უკვე ხელმისაწვდომია Android-ის მომხმარებლებისათვის, აპლიკაცია 2 კვირაში ხელმისაწვდომი გახდება IOS სისტემაზეც. Hero-თი სარგებლობას კი  კი ნებისმიერი მსურველი ზუსტად 1 თვეში შეძლებს.

[R]

ნუ “ჩაეხუტებით” როუტერს Wi-Fi-ის მოლოდინში – TP-Link-ის სახალისო რეკლამები

რა იწვევს სტრესს სამსახურში და როგორ გავუმკლავდეთ მას?