in

XIX საუკუნის ფინანსისტი, რომელმაც J.P. Morgan შექმნა

JPMorgan Chase & Co. ერთ-ერთი უძველესი ფინანსური ინსტიტუტია მსოფლიოში. ის ფინანსური ინდუსტრიის ლიდერად მიიჩნევა და აშშ-ის საბანო სისტემაში ყველაზე დიდ საბანკო კაპიტალსა და დეპოზიტურ ბაზას ფლობს. JPMorgan Chase არის აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ჰეჯ-ფონდი. კომპანია 2000 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც Chase Manhattan Corporation-მა JPMorgan & Co. შეიძინა. კომპანია მილიონობით მომხმარებელს ემსახურება, როგორც აშშ-ში, ასევე, გლობალურ ბაზარზე, მათ შორის, სახელმწიფოების დონეზე. ამჯერად, მის ერთ-ერთ თანადამფუძნებელზე გიამბობთ, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა JPMorgan & Co-ის არსებობას.

ჯონ პიერპონ მორგან უფროსი 1837 წელს დაიბადა. ამერიკელი ფინანსისტი და საინვესტიციო ბანკირი უოლ-სტრიტზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან პერსონად ითვლებოდა იმდროინდელ კორპორაციულ ბანკინგში. შემდეგ, ის კომპანია J.P. Morgan and Co.-ს დამფუძნებლის სახით გაიცნო საზოგადოებამ. სწორედ მორგანი იყო საწარმოო კონსოლიდაციის იმ ძლიერი ტალღის მამოძრავებელი ძალა, რამაც XIX-XX სს-ის ამერიკა მოიცვა.

უოლ-სტრიტზე თავისი კარიერის განმავლობაში, მორგანმა საფუძველი ჩაუყარა რამდენიმე მულტინაციონალურ კორპორაციას, მათ შორის U.S. Steel, International Harvester და General Electric, რომელთა მმართველობაშიც თავად იყო. მორგანი და მისი პარტნიორები აქციების საკონტროლო პაკეტებს არაერთ ამერიკულ კომპანიაში ფლობდნენ, მათ შორის, Aetna, Western Union, Pullman Car Company და 21 სარკინიზო ხაზს.

აშშ-ის ფინანსებზე დიდი გავლენის მქონე მორგანი ზემოქმედებდა ქვეყნის პოლიტიკასა და მის საფუძველში მყოფ საბაზრო რესურსებზეც. 1907 წელს, საბანკო კრიზისის განმავლობაში, მან თავი მოუყარა ფინანსისტებს, შექმნა კოალიცია და ამერიკული ფულადი სისტემა კრახისგან იხსნა.

ჯონ პიერპონ მორგან უფროსი წარმატებული ფინანსისტის, იუნიუს სპენსერ მორგანის შვილი იყო. ოჯახმა მისთვის კარგი განათლების მიცემა შეძლო – ჯონმა გოტინგენის უნივერსიტეტი დაამთავრა ბოსტონში და საკუთარი კარიერის პირველი ნაბიჯები გადადგა ფინანსურ კომპანია Duncan, Sherman and Company-ში, რომელიც ლონდონური კომპანია George Peabody and Co.-ს ამერიკული წარმომადგენლობა იყო. შემდეგ, ის მამამისის ფინანსურ კომპანიაში გადავიდა. მოგვიანებით, ის ჯერ Dabney, Morgan and Co.-ს წევრი გახდა, შემდეგ კი ნიუ-იორკში მდებარე კომპანია Drexel, Morgan and Co.-ს თადანამფუძნებელი. სწორედ, ეს კომპანია გარდაიქმნა, 1895 წელს, J.P. Morgan-ად და ერთ-ერთი ძლევამოსილი საბანკო ორგანიზაციის სახელი მოიპოვა.

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

როგორ დაეხმარა ჯარისკაცებს მეორე მსოფლიო ომის მოგებაში Jerrycan-ის დიზაინი?

უკრაინელი სამხედროები სახის ამოცნობის ტექნოლოგიას გამოიყენებენ