in

შეუძლია ხელოვნებას ომზე ზემოქმედება?

JR 100-ის მსვლელობა ლვოვში, ადგილობრივ მოხალისეებთან ერთად

JR–მ აქტიური პოზიცია დაიკავა უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად. ფრანგმა ხელოვანმა იმოგზაურა ლვოვში, დიდ ქალაქში, პოლონეთის საზღვრის მახლობლად, სადაც უკრაინელი ლტოლვილები არიან. ასობით მოხალისე ყოველდღე იკრიბება ლვოვის ხელოვნების სასახლეში, რათა შეაგროვოს საკვები, ტანსაცმელი და ჰიგიენური საშუალებები მათთვის, ვისაც ეს ნივთები უკიდურესად სჭირდება.

BOG
BOG

JR უკრაინაში 14 მარტს შევიდა და მიიტანა მასობრივი გრაფიტი, რომელზეც გამოსახული იყო ვალერია, ხუთი წლის უკრაინელი ლტოლვილი. ჩამოსვლისთანავე მას შეუერთდა ქალაქის 100-ზე მეტი მცხოვრები ლვოვის ეროვნულ ოპერასთან მსვლელობის მოსაწყობად. JR აღნიშნავს: „ეს პატარა გოგონა მომავალია და ამ ომში ის გვახსენებს, რისთვის იბრძვიან უკრაინელები“.

არტისტი ამბობს, რომ ომის შორიდან დაკვირვებას, მას ურჩევნია ახლოს იყოს. ლვოვი პარიზიდან მხოლოდ ოცი საათის სავალზეა. ფრანგი მხატვარი ამბობს, რომ პირველად არის ომი, რომელის მასთან ასე ახლოს არის ფიზიკურად და შეუძლია მანქანით ჩავიდეს იქ.

JR-ს და მის გუნდს უკრაინის საზღვარზე ახალგაზრდების ჯგუფი დახვდა, რომლებმაც ისინი ლვოვში შეიყვანეს. თავისი ამ თავგადასავლის შესახებ არტისტმა სოციალურ ქსელში დაწერა:

გასულ კვირას ვიყავი უკრაინაში და გადავწყვიტეთ, ხალხი შეგვეკრიბა ხელოვნების პროექტის გარშემო. ჩვენ დავბეჭდეთ ვალერიას 148 ფუტის სიმაღლის გამოსახულება და ასზე მეტ მოხალისესთან ერთად გადავიტანეთ ლვოვში. ამ პროცესში ჩვენ შევხვდით საოცარ ადამიანებს”, – წერს იგი.

ქართველი კრეატორები გვიყვებიან, როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს რუტინა და შემოქმედებითობა

რატომ არის მშვიდობა მნიშვნელოვანი?