in

პარიზის ოპერა გამოქვაბულად „გადააქციეს“

ეს სურათი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ფრანგი ხელოვანი JR ცნობილი ადგილების საოცარი ილუზიებით გარდაქმნას აგრძელებს. ამჯერად კი მთავარი სამიზნე პარიზის სახელგანთქმული ოპერაა — ინსტალაციით ისეთ სცენად გადაიქცა, რომლითაც ყველა ისიამოვნებს, 4 საღამო ოპერასთან დაკავშირებულ ლირიკულ სპექტაკლებსა და ცეკვებს დაეთმო…

რადგანაც Palais Garnier-ში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, JR-ს მისცეს საშუალება, იგი სუფთა ტილოდ გამოეყენებინა და თავისი ნამუშევრები განეთავსებინა. ინსტალაციის ინსპირაცია კი პლატონის გამოქვაბულის ფილოსოფიური ალეგორია იყო, ანუ ადგილი, რომლის გასასვლელიც ცოდნასა და სამყაროს გააზრებაზე წვდომას მიგვანიშნებს. 

Act I-ში Palais Garnier ისე ჩანს, თითქოს ორ დროშია ჩაკეტილი. ერთი შეხედვით, შენობა ნანგრევებშია, რაც მოწყვლადობასა და პარიზის მონუმენტების მუდმივობას ასახავს, მაგრამ თუ უფრო ახლოდან შევხედავთ, ეს ნაწილი, შესაძლოა, მუდმივი ნაგებობის ხელოვნების ნიმუშად აღვიქვათ, — განმარტავს ხელოვანი.

JR-მ გამოქვაბული Retour à la caverne – Act I – L’entrée de la caverne-ის სახელით გაგვაცნო და რა იქნება შემდეგ, ამას უკვე ნოემბერში ვნახავთ — გიგანტური ფარდების ჩამოშვება იგეგმება, ეს კი არც ისე მარტივია… ამიტომ, საზოგადოებას საშუალებას აძლევენ, ფარდის შექმნის პროცესს სურვილისამებრ შეუერთდნენ…

ყველაფერი ზუსტად მაშინ გამოდის, როცა მზად ხარ — ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიის 2023 წლის გამარჯვებული

როგორ აღიქვამს თვალი ფერებს სხვა პლანეტებზე?