in

ჰონგ-კონგში სპორტსმენის გიგანტური ინსტალაცია დადგეს

ის, რასაც სურათზე ხედავთ, ჰონგ-კონგის ხელოვნების თვის ფარგლებში შეიქმნა. მართალია, ქანდაკების შექმნის იდეა ქალაქის ყველაზე დიდმა სავაჭრო ცენტრმა Harbour City-მ პანდემიამდე გააჟღერა, მაგრამ იგი ჩვენ სულ ახლახან ვიხილეთ. ფრანგი ქუჩის მხატვარი და ფოტოგრაფი JR სპორტსმენს წარმოგვიდგენს, რომელიც თითქოს მიწიდან ჰაერში ხტება… ნამუშევარსაც Rising Up-ის სახელით გვაცნობს, რომელიც, როგორც ავტორი განმარტავს, გვიწვევს, რათა უფრო მეტს მივაღწიოთ.

საინტერესოა ისიც, რომ ეს JR-ს ე. წ. გიგანტურ სერიებს ეკუთვნის, რომლებიც მან 2016 წელს რიოს ოლიმპიადის დროს დაიწყო. ამჯერად კი ქანდაკების სიმაღლე და სიგანე 12 მეტრს უდრის. ხარაჩოები ფრანგი ხელოვანის ნამუშევარში ხშირად გვხვდება, თუმცა ამ ეტაპზე მეტალს ბამბუკი ამჯობინა და იგი ტრადიციულ ხელოსნობასაც დაუკავშირა.

მართალია, ერთი შეხედვით შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ ზოგიერთმა ნამუშევარი თითქოს ზურგით დაცემის გამო დაიწუნა… რაც უნდა იყოს, მათ მისი ყურება 23 აპრილამდე მოუწევთ…

როგორ ისწავლება იდეების დაჭერობანა?

Google Bard-ს უკვე საჯაროდ უშვებს!