in

JTI Caucasus-მა Global Equality Standard-ის სერტიფიკატი მიიღო

JTI Caucasus კიდევ ერთხელ ამტკიცებს ლიდერობას მრავალფეროვნებისა და თანასწორობის სფეროში.

2025 წელს JTI Caucasus-ს საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანია EY-მა Global Equality Standard-ის (GES) სერტიფიკატი მიანიჭა, რომელიც ძალაში იქნება 2028 წლის ივლისამდე.

GES სტანდარტი აფასებს, თუ რამდენადაა მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზიურობა ინტეგრირებული კომპანიის კულტურასა, პოლიტიკასა და ყოველდღიურ პრაქტიკებში, რაც თანამედროვე ბიზნესში კონკურენტული უპირატესობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველია.

JTI-სთვის მრავალფეროვნება და თანასწორობა არა ტრენდი, არამედ სტრატეგიული პრიორიტეტია. კომპანია მუდმივად მუშაობს სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვაზე და ქმნის გარემოს, სადაც თითოეული თანამშრომელი თავს გუნდის სრულფასოვან წევრად გრძნობს.

„ჩვენ გვსურს, რომ ყველა თანამშრომელმა შეძლოს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის გამოვლენა სამუშაო პროცესში. გვჯერა, რომ თითოეულის უნიკალურობა და განსხვავებულობა ზრდის ჩვენს კონკურენტულ უპირატესობას და აძლიერებს გუნდს“, – აღნიშნავს JTI Caucasus-ის ადამიანური რესურსებისა და კორპორაციული კულტურის დირექტორი, შტეფან რუთზი.

რატომ არის მნიშვნელოვანი GES სერტიფიკატი

  • ბიზნესის რეპუტაცია: ადასტურებს კომპანიის მაღალი სტანდარტებისადმი ერთგულებას
  • თანამშრომლების კეთილდღეობა: ინკლუზიური გარემო ზრდის თანამშრომლების მოტივაციასა და კმაყოფილების დონეს
  • დასაქმების კონკურენტული უპირატესობა: ტალანტების მოზიდვა და შენარჩუნება მარტივდება

JTI Caucasus კვლავ აგრძელებს ინკლუზიური გარემოს განვითარებასა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების დანერგვას, რადგან სწორედ ეს ქმნის კომპანიის წარმატებისა და მდგრადი განვითარების საფუძველს.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ ცვლის eSIM ტექნოლოგია მობილურ კომუნიკაციას ახალ iPhone Air-ში

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა