სწრაფად განვითარებად ბიზნესსამყაროში, წარმატებული კომპანიები უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ თანამშრომლების კეთილდღეობას. თამბაქოს მწარმოებელი საერთაშორისო კომპანია JTI (Japan Tobacco International) სწორედ ასეთი კომპანიების რიცხვს მიეკუთვნება. მეტიც, კომპანიის ფილოსოფია ეფუძნება რწმენას, რომლის თანახმადაც, თანამშრომელი კომპანიის ყველაზე მთავარი აქტივია.
JTI უკვე წლებია დასაქმებულების კეთილდღეობაზე და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ სხვადასხვა ინოვაციურ პროექტს ახორციელებს, რომელიც თანამშრომლებს ხელს უწყობს, უკეთესად დააბალანსონ სამსახური და პირადი ცხოვრება. მათგან განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს „საოჯახო შვებულების“ პროექტი, რომელიც შვილის შეძენის შემთხვევაში 20-კვირიან, სრულად ანაზღაურებად შვებულებას სთავაზობს არა მხოლოდ დედებს, არამედ მამებსაც. ეს მიდგომა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჯეითიაის განსხვავებულობასა და ინკლუზიურობაზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურა აქვს, რომლის ფარგლებშიც ყველა თანამშრომელი, განურჩევლად სქესისა, თანაბარი უფლებებით სარგებლობს,
ამ სტატიაში კომპენსაციებისა და ბენეფიტების მენეჯერი, თამარ ბუწაშვილი, კიდევ ერთ ახალ პროექტზე, სახელად „Flexible Benefits“, მოგვიყვება, რომელიც კომპანიაში 1-ელი ივლისიდან ამოქმედდა. ახალი მიდგომა თანამშრომლებს ბენეფიტების განსხვავებულ და მრავალფეროვან პაკეტს სთავაზობს და მეტიც, თითოეულ მათგანს საკუთარ სურვილებზე მორგებული კომბინაციის შექმნის საშუალებას აძლევს.
„კომპანიის მიდგომა კომპენსაციებისა და ბენეფიტების შესახებ ეფუძნება ორ ძირითად კრიტერიუმს: გარე კონკურენტუნარიანობასა და შიდა სამართლიანობას. კომპენსაციის ნაწილში, შრომით ბაზარზე არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობას ჩვენ ხელფასების ყოველწლიური გადახედვით უზრუნველყოფთ. თუმცა, გვჯერა, რომ ჯანსაღი ორგანიზაციული კულტურის უზრუნველსაყოფად, საჭიროა დამატებითი ბენეფიტებიც, რომლებიც კომპენსაციების მსგავსად, შესაბამისობაში უნდა იყოს უმაღლეს სტანდარტებთან და ვფიქრობთ, რომ ამაში სწორედ „Flexible Benefits“ დაგვეხმარება.“
წლების განმავლობაში, JTI-ის თანამშრომლები სტანდარტული ბენეფიტებით სარგებლობდნენ, რომელიც აერთიანებდა:
„იმის მიუხედავად, რომ მოცემული ბენეფიტების პაკეტი საკმაოდ მრავლისმომცველია, მაინც გვრჩებოდა დასაქმებულების 30%, რომლებიც მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობდა. ეს იმით შეიძლებოდა ახსნილიყო, რომ მაგალითად, თანამშრომელი არ იყო დაინტერესებული სპორტით ან არ საჭიროებდა თავისი ოჯახის წევრების დაზღვევას. სწორედ აქედან გამომდინარე დავიწყეთ ახალ პროექტზე მუშაობა და მიზნად დავისახეთ ბენეფიტების პაკეტი იმდენად გაგვემრავალფეროვნებინა, რომ ჩამონათვალში თითოეულ თანამშრომელს შესძლებოდა მის ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული შეთავაზების პოვნა.“
დამატებითი ბენეფიტების სიაც უშუალოდ თანამშრომელთა ჩართულობით განისაზღვრა — კომპანიაში ჩატარდა შიდა კვლევა, რომლის თანახმადაც გამოიკვეთა თუ რა შეთავაზებების დამატებას ამჯობინებდა თანამშრომელთა უმეტესობა. ყველაზე აქტუალურ მოთხოვნად კვება და ტრანსპორტირება გამოიკვეთა.
განახლებული მიდგომით ბენეფიტების პაკეტი ასე გამოიყურება:
იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიისთვის თანამშრომლების დაზღვევა მთავარ პრიორიტეტად რჩება, ამ ბენეფიტს არჩევითობის პრინციპი არ შეეხო და JTI-ში მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან, კომპანია 100%-ით უზრუნველყოფს ყველა თანამშრომლის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევას.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ყველა თანამშრომელს ერთნაირი, ფიქსირებული ბიუჯეტი აქვს და სტანდარტულ პაკეტთან ერთად, ზემოთ ჩამოთვლილი ელემენტების გაერთიანებით შეუძლია, სასურველი კომბინაცია შექმნას ან მისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი სრულად ერთი მიმართულებით გახარჯოს.
JTI-ში Flexible ბენეფიტების პაკეტი უკვე მესამე თვეა ამოქმედდა და ამ დრომდე თანამშრომლების მხრიდან მხოლოდ დადებითი უკუკავშირი არსებობს.
„კმაყოფილი ვარ, რომ ის მოდელი, რაც შემოვიტანეთ ზუსტად მოვარგეთ ჩვენს ძირითად პრინციპებს. ერთი მხრივ, თანამშრომლებისთვის მრავალფეროვანი არჩევანის შეთავაზებით ეს გვმატებს გარე კონკურენტუნარიანობას და მეორეს მხრივ, Flexy მიდგომა უზრუნველყოფს შიდა სამართლიანობის პრინციპის დაცვასაც, რადგან ბენეფიტებისთვის გამოყოფილი რესურსი, თანამშრომლებზე თანაბრად ნაწილდება“.
პროექტის დანერგვის შემდეგ, უკლებლივ ყველა თანამშრომელი სრულად ითვისებს მისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს, რაც ნიშნავს იმას, რომ განახლებულ პაკეტში, ყველა თანამშრომელი პოულობს მისთვის საინტერესო შეთავაზებას.
სამომავლოდ კომპანია Flexible Benefits-ის ბიუჯეტის გაზრდას და ჩამონათვალში თანამშრომლების სურვილისამებრ სხვადასხვა შეთავაზებების დამატებასაც გეგმავს.
JTI-ის შესახებ
JTI თამბაქოსა და გახურებადი თამბაქოს პროდუქციის წამყვანი საერთაშორისო მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და ჯამში 46 000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს. საქართველოში, JTI-ში დაახლოებით 100 თანამშრომელია. JTI-ის პორტფოლიოში არის შემდეგი ბრენდები: “Sobranie”, “Winston”, “Camel”, “Winchester”, და “LD”. JTI მსხვილი მოთამაშეა გახურებადი თამბაქოს კატეგორიაშიც ბრენდებით Logic და Ploom. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს შვეიცარიაში, ჟენევაში.
[R]