ახალი სამუშაოს დაწყება გულისხმობს ცვლილებას, ახალ ადამიანებთან შეხვედრას, ახალ წესებთან და გარემოსთან შეგუებას. JTI-ში გვჯერა, რომ ეს პროცესი უნდა იყოს არა სტრესული, არამედ მეგობრული, მზრუნველობით სავსე და სწორად დაგეგმილი. ონბორდინგი ყველა ახალი თანამშრომლის მეხსიერებაში უნდა დარჩეს სასიამოვნო მოგონებად.
პრებორდინგი – სანამ პირველად შეაბიჯებ ოფისში
თანამშრომლის მოგზაურობა ჩვენთან ჯერ კიდევ პირველ ოფიციალურ სამუშაო დღემდე იწყება. პრებორდინგის ეტაპზე მას ეგზავნება მოსამზადებელი მასალები – პრეზენტაცია კომპანიისა და მისი მიზნების შესახებ, რჩევები და გამოხმაურებები თანაგუნდელებისგან.
„ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჯერ კიდევ ოფისში მოსვლამდე ვიცნობდი ჩემს გუნდს”, – მერი, სტაჟიორი.
პირველი დღე – ახალი მეგობარი და პირადი მხარდაჭერა
ახალ თანამშრომელს პირველივე დღეს ხვდება ე.წ. Buddy – ადამიანი, რომელიც მისი პირველი მეგობარია კომპანიაში. Buddy არა მხოლოდ პასუხობს ტექნიკურ ან საორგანიზაციო კითხვებს, არამედ უზიარებს „არაოფიციალურ რჩევებსაც” – სადაა უკეთესი ლანჩი, რამდენად მოქნილია ჩვენი სამუშაო გრაფიკი და რა საინტერესო აქტივობები გვაქვს ხოლმე ოფისში.

„პირველივე დღეს ვიგრძენი, რომ მარტო არ ვიყავი. Buddy-სთან ერთად ყოველი ახალი ნაბიჯი მარტივი გახდა“, – გივი, ლოჯისტიკის სპეციალისტი.
ონბორდინგის პლატფორმა – ყველაფერი ერთ ადგილას
ყველა ახალი თანამშრომლისთვის ჩვენ საგანგებოდ შევქმენით ონბორდინგის პლატფორმა, სადაც მათთვის არა მხოლოდ პრაქტიკული რესურსებია თავმოყრილი, არამედ მენეჯმენტის გულითადი და პოზიტიური ვიდეომიმართვაც. ეს პლატფორმა თანამშრომლებს აძლევს საშუალებას, საჭირო ინფორმაცია მოიძონ მარტივად და დამოუკიდებლად.
თუკი ჩვენი გუნდის ახალი წევრი სხვა ქვეყნის მოქალაქეა, ვუგზავნით სპეციალურად შედგენილ გზამკვლევს საქართველოს შესახებ, სადაც მოცემულია რჩევები საცხოვრებლის პოვნაზე, ტრანსპორტსა და ადგილობრივ წესებზე, სასარგებლო ბმულებთან და აპლიკაციებთან ერთად.
ეს ყველაფერი იმისთვის, რომ მათთვის ახალ გარემოში ცხოვრება მაქსიმალურად გამარტივდეს.

„ეს გზამკვლევი უბრალოდ ბმულების სია არ იყო, მან მაგრძნობინა, რომ აქ მელოდნენ და ზრუნავდნენ იმაზე, რომ უცხო ქალაქში თავი მარტო არ მეგრძნო”, – დენისი, გაყიდვების მენეჯერი.
ზრუნვით დაწყებული ურთიერთობა ძლიერ თანამშრომლობას ქმნის.
პირველი დღეების განმავლობაში თანამშრომელს არ რჩება განცდა, რომ მარტო უნდა გაუმკლავდეს ყველაფერს. შესავალი ეტაპი დაგეგმილია ისე, რომ ახალმოსულს შეექმნას სრული სურათი კომპანიის ღირებულებების, პროცესებისა და სამუშაო სტილის შესახებ. ამისთვის გვაქვს დეტალურად დაგეგმილი გაცნობითი შეხვედრები სხვადასხვა ფუნქციური მიმართულებით.

„თითქოს ჩემს სივრცეში მოვედი, სადაც ყველაფერი ჩემთვის უკვე ნაცნობი იყო“, – ლიზა, ფინანსური ანალიტიკისა და დაგეგმარების სპეციალისტი.
ჩვენი მიზანი არაა მხოლოდ ინფორმაციის გაზიარება, არამედ ნდობის, კავშირისა და გუნდურობის შეგრძნების გაჩენა პირველივე დღეებიდან.
ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ყველას შეუძლია, იპოვოს თავისი ადგილი და თავი იგრძნოს დაფასებულად.
[პარტნიორის კონტენტი]









