in

დაინახე JTI – რითმი

წარმოიდგინეთ, რომ დილით გაიღვიძეთ და სულაც არ ღელავთ სამსახურში დაგვიანებაზე, რადგან თავად წყვეტთ, როდის დაიწყებთ სამუშაო დღეს.

როგორია ორგანიზაცია, რომლის მთავარი პრიორიტეტი თანამშრომელია?

ეს არის ადგილი, სადაც თქვენზე ზრუნავენ, სადაც სამუშაო დღის განმავლობაში შეგიძლიათ  ისე კომფორტულად იგრძნოთ თავი, როგორც საკუთარ სახლში. შეიძლება არარეალურად მოგეჩვენოთ, მაგრამ JTI-ში ეს ყოველდღიურობაა – წლებია, თანამშრომლები სარგებლობენ „მოქნილი სამუშაო საათებით“, რაც მათ ანიჭებთ სრულ თავისუფლებას გადაწყვიტონ – იმუშაონ სახლიდან, ოფისიდან თუ სხვა ნებისმიერი ადგილიდან, საიდანაც თავს ყველაზე პროდუქტიულად იგრძნობენ. ეს ნდობა და თავისუფლება მნიშვნელოვნად ზრდის როგორც თანამშრომლების მოტივაციას, ისე მათი საქმიანობის ეფექტურობასაც.

თანამედროვე დინამიკურ ბიზნესგარემოში, კომპანიები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ დასაქმებულთათვის მოქნილი და კომფორტული სამუშაო პირობების შექმნის აუცილებლობას. JTI დიდი ხანია ინოვაციური მიდგომებით უჭერს მხარს ამ ტენდენციას, ამის ერთ-ერთი მაგალითია „მოქნილი ბენეფიტების” სისტემა, რომელიც, სტანდარტული მიდგომისგან განსხვავებით, თითოეულ თანამშრომელს საშუალებას აძლევს თავად შეარჩიოს მის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისები და შექმნას უნიკალური ბენეფიტების პაკეტი.

ერთი გუნდი, ერთი მიზანი

„ერთი გუნდი“ – ეს არის კომპანიის ძირითადი პრინციპი. აქ თითოეული თანამშრომელი ხედავს, რომ მისი წარმატება საერთო მიზნის ნაწილია და გუნდურობა არა მხოლოდ აბსტრაქტული ღირებულება, არამედ ყოველდღიური ურთიერთობების მამოძრავებელი ძალაა.

JTI თბილისის ოფისში შესვლისას დაგხვდებათ გარემო, რომელიც პოზიტიურ განწყობას შეგიქმნით. შეგხვდებათ გუნდური მუშაობის მოყვარული ადამიანებისთვის განკუთვნილი გარემო, მათ შორის კოლაბორაციული სივრცეები, რომლებიც Agile კონცეფციის საჭიროებებს საუკეთესოდ პასუხობს. სამუშაო ზონების გარდა, აქვეა დასასვენებელი კუთხეები, სადაც შეგიძლიათ ითამაშოთ მაგიდის ფეხბურთი ან ბორდგეიმები.

ბედნიერი თანამშრომელი წარმატებული ბიზნესის საწინდარია – ეს არის JTI-ის უმთავრესი რწმენა და პრინციპი. ჩვენ ვაცნობიერებთ რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის კეთილდღეობა და ვქმნით გარემოს, რომელიც მათ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში ეხმარება.

[პარტნიორის კონტენტი]

სადამდე მიგვიყვანს გლობალური დათბობა? — მინიატიურული რეალობა

„რჩევა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა“ — აი, რას ამბობენ წარმატებული ხელოვანები