in

JTI-მ მეცხრედ მიიღო საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდო საქართველოში, ევროპასა და მსოფლიოში

2023 წელს TOP Employer-ის ინსტიტუტმა, რომელიც დამსაქმებლებს მათი HR პრაქტიკებისა და პოლიტიკების მიხედვით აფასებს, გლობალური საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდო  მხოლოდ 15 კომპანიას გადასცა.

JTI (Japan Tobacco International) 2015 წლიდან მოყოლებული, უკვე მეცხრედ იღებს ამ ჯილდოს საქართველოში, ევროპასა და მსოფლიოში. „ეს ჩვენს კომპანიაში დასაქმებული პროფესიონალების დამსახურებით ხდება“.

JTI-ის ბელარუსისა და კავკასიის ადამიანური რესურსების დირექტორი, ნატალი დინსერი აღნიშნავს: „ჩვენი საქმიანობის ამომავალი წერტილი ჩვენი თანამშრომელია, სწორედ ეს აქცევს JTI-ს უნიკალურ დამსაქმებლად. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს თანამშრომლებზე, ისინი კი ზრუნავენ კომპანიაზე.

ჩვენი თანამშრომლებისთვის უკეთესი სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად წარმატებით დავნერგეთ პროექტები:

  • „ NWOW – New Ways Of Working/მუშაობის ახალი გზები“ –  პროექტი, რომელიც დასაქმებულებს საშუალებას აძლევს, თავად განსაზღვრონ საკუთარი სამუშაო ადგილი და საათები — როდის, როგორ და საიდან იმუშავებენ. ეს მიდგომა დაფუძნებულია თანამშრომელთა ნდობაზე და მათ ცხოვრებისა და სამუშაოს  ბალანსის პოვნაში უწყობს ხელს.
  • თანაბარი დეკრეტული შვებულების პირობები — სრულად ანაზღაურებადი 20 კვირა როგორც დედებისთვის, ასევე მამებისთვის.
  • Quick Rewards Program / Inspire Awards — ამ ჯილდოებზე JTI-ის ნებისმიერ დასაქმებულს შეუძლია დაასახელოს საკუთარი კოლეგა.
  • Make It Bright Challenge! — კონკურსი სტუდენტებისთვის, რომელშიც ისინი იღებენ ბიზნეს სამყაროსთან ურთიერთობის უნიკალურ გამოცდილებას. კონკურსის გამარჯვებულები ჯერ საერთაშორისო ანაზღაურებადი სტაჟირებით სარგებლობენ, ხოლო შემდეგ შესაძლოა ჩვენი თანამშრომლებიც გახდნენ.

სერგეი ბუკსას, JTI-ის ბელარუსისა და კავკასიის კლასტერის გენერალური მენეჯერის თქმით, საუკეთესო დამსაქმებლად კომპანია მსოფლიოს 61 ქვეყანაში აღიარეს. ის სიხარულით აღნიშნავს ქართველი თანამშრომლების შრომას ამ ჯილდოსთვის:

„Top Employer-ის სტატუსის მეცხრედ მოპოვება ამბობს მთავარ სათქმელს ჩვენი ახლანდელი და მომავალი თანამშრომლებისთვის: ჩვენ ყოველთვის ვიზრუნებთ  მათ კეთილდღეობაზე, მხარს დავუჭერთ მრავალფეროვნებასა და ინკლუზიას და ხელს შევუწყობთ თითოეული თანამშრომლის კარიერულ განვითარებას“.

JTI- შესახებ:

JTI წამყვანი საერთაშორისო თამბაქოს და გახურებადი თამბაქოს პროდუქციის მწარმოებელი კომპანიაა (JT ჯგუფის კომპანიების წევრი), რომელიც მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. მას ეკუთვნის მსოფლიოში ნომერი მეორე ბრენდი Winston და Camel (აშშ-ის გარდა). მის პორტფელში შედის ასევე ბრენდები Sobranie, Mevius და LD. JTI მსხვილი მოთამაშეა გახურებადი თამბაქოს კატეგორიაშიც ბრენდებით Logic და Ploom. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს შვეიცარიაში, ჟენევაში. მსოფლიოში 48 000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. და მეცხრე წელია ის საუკეთესო დამსაქმებლის ჯილდოს იღებს. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ www.jti.com

კარიერული შესაძლებლობებისათვის დარეგისტრირდით აქ: https://jobs.jti.com

Top Employer-ის ინსტიტუტის შესახებ:

Top Employer Institute საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც კომპანიებს საკუთარი თანამშრომლებისთვის დანერგილი საუკეთესო პრაქტიკების მიხედვით აფასებს. ორგანიზაცია ხელს უწყობს ამ პრაქტიკების დაჩქარებას სამუშაო/ბიზნეს სამყაროს გასაუმჯობესებლად. Top Employer-ის ინსტიტუტი სასერტიფიკაციო პროგრამის მეშვეობით, მონაწილე კომპანიებისთვის გასცემს რჩეული დამსაქმებლის სერტიფიკატს. 30+ წლის წინ დაარსებულმა Top Employer-ის ინსტიტუტმა 2 052 ორგანიზაციის სერტიფიცირება მოახდინა 121 ქვეყანაში/რეგიონში. ეს სერტიფიცირებული დამსაქმებლები დადებითად იმოქმედებენ 9,5 + მილიონი თანამშრომლის ცხოვრებაზე მსოფლიოში.

[R]

KitchenAid 2023 წლის ფერს ასახელებს

რომელია საათების უძველესი ბრენდი მსოფლიოში?