in

გემოვნება, სისწრაფე და ხედვა – პროფესია ფოტოგრაფი

„პორტრეტების გადაღებისას ადამიანები კამერასთან იძაბებიან, რა დროსაც ჩემს ადამიანურ რესურსს, ჩემს ხასიათსა და კომუნიკაბელურობას ვრთავ იმისთვის, რომ მათთვის ეს პროცესი კომფორტული გავხადო“.

ინტერვიუების სერიით: „აი, როგორ ვმუშაობ“ , გვინდა, მარკეტერის მკითხველს სხვადასხვა პროფესიაზე უფრო მკაფიო წარმოდგენა შევუქმნათ. ამისთვის გადავწყვიტეთ, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისთვის თავიანთი სამუშაო პროცესის გაზიარების საშუალება მიგვეცა: 

ხატია-ჯუდა ფსუტური, მხატვარი-ფოტოგრაფი. 

M: ჯუდა, აღგვიწერე ფოტოგრაფის სამუშაო დღე…
პროცესი ასე გამოიყურება: პირველ რიგში, დეტალებს დამკვეთთან გავდივარ. მათს მოთხოვნებს ვითვალისწინებ, შემდეგ კი, ლოკაციების მოძიებასა და მათ ნახვას ვიწყებ, რაც შემოქმედებითი ჯგუფის დაკომპლექტებით გრძელდება. ვფიქრობ განათებაზე, დეკორაციაზე – ყველა დეტალზე. ინიშნება გადაღების დღე. უშუალოდ, გადაღება, ხშირ შემთხვევაში, მინიმუმ, 8 საათს გრძელდება – ეს, რასაკვირველია, გადაღების სირთულეზეა დამოკიდებული.

Jim Sturgess (ჯიმ სტარჯესი), ინგლისელი მსახიობი და მუსიკოსი

M: რა არის თქვენი პროფესიის მთავარი სირთულე?
ბევრი ფოტოდან ერთის არჩევა საკმაოდ რთულია.

M: და მთავარი სიამოვნება?
რაც შეეხება Სასიამოვნო მომენტს, ესაა, როცა შედეგი კარგია და ბანერზე, ქუჩასა თუ სხვადასხვა სივრცეში ჩემს გადაღებულ ფოტოებს ვხედავ. ასევე, როდესაც შესაძლებლობა მაქვს, ჩემი საყვარელი მუსიკოსი გადავიღო და აღმოვაჩინო, რომ ჩემს ნამუშევრებს სხვადასხვა სოციალურ ქსელში იყენებს…

M: ფოტოგრაფისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევებიდან რომელს გამოყოფდი?
მთავარი არის გემოვნება, სისწრაფე და ხედვა.

M: ცოტაოდენს შენ შესახებ მოგვიყევი… როგორ გახდი ფოტოგრაფი?
როგორც აღვნიშნე, პროფესიით მხატვარი ვარ. პარალელურად, ფოტოგრაფიით ვერთობოდი, თუმცა ნელ-ნელა ჩემი შემოსავლის მთავარ წყაროდ იქცა. დიდი გზა გავიარე, გავიზარდე, რაც რა თქმა უნდა, ბევრმა სხვადასხვანაირმა გადაღებამ უზრუნველყო.

Jessica Madsen (ჯესიკა მედსენი), ბრიტანელი მსახიობი, “Leatherface”, “Rambo: Last Blood”, “Dark Light”.

M: ხელოვანებს თავიანთი ნამუშევრების კომერციალიზაცია, როგორც წესი, უჭირთ ხოლმე … ამ კუთხით, შენი გამოცდილება როგორია? Როდის იქცა ჰობი შემოსავლის წყაროდ?
შემოსავლის წყარო თავიდანვე იყო… უბრალოდ, დროის სიმცირის გამო, კომერციასთან ერთად რთულია ხოლმე შემოქმედებითი პროექტების განხორციელება. თუმცაღა, ჩემს შემთხვევაში, ფილმებზე მუშაობისას ამ ორი ნაწილის სინთეზი ხდება, რაც სასიამოვნოც არის და შემოსავლიანიც.

Jim Sturgess (ჯიმ სტარჯესი), ინგლისელი მსახიობი და მუსიკოსი

M: Რამდენად რთულია ხოლმე თანხვედრა საკუთარ ხედვებსა და დამკვეთის სურვილებს შორის და შეუთანხმებლობის გამო, თანამშრომლობაზე უარი თუ გითქვამს?
რა თქმა უნდა, აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მაგრამ შეთანხმებამდე, როგორც წესი, მივდივართ.

M: როგორ გამოიყურება შენი სამუშაო გარემო? აქვს შენი განწყობისთვის ვინმეს/რაიმეს არსებობა-არარსებობას გადამწყვეტი მნიშვნელობა?
მთავარი კარგი განწყობა და მუსიკაა.


M: პანდემიას როგორ უმკლავდები… Როგორია ფოტოგრაფის ცხოვრება კარჩაკეტილ რეალობაში?
ჩემს შემთხვევაში, პანდემიის პერიოდს კარჩაკეტილს ვერ დავარქმევდი, ვინაიდან ეს დრო სამოგზაუროდ გამოვიყენე და პანდემიური New York გადავიღე.


M:
 უკვე გვითხარი, რომ ძალიან გსიამოვნებს, როცა ბანერზე, ქუჩასა თუ სხვადასხვა სივრცეში შენს გადაღებულ ფოტოებს ხედავ… შეგიძლია ამდენი გამოცდილებიდან ყველაზე საამაყო მომენტის გახსენება?
ფილმზე – “The girls of the sun” ვმუშაობდი… კანის ფესტივალზე წარადგინეს და სტუმრებს შორის, მეც მიწვეული ვიყავი. ფილმის პოსტერად კი, ჩემი ფოტო იყო გამოყენებული.

LES FILLES DU SOLEIL

M: როგორც ფოტოგრაფს, შენი რა უნიკალური მეთოდი გაქვს, რომელიც სამუშაო პროცესს გიმარტივებს?
პორტრეტების გადაღებისას ადამიანები კამერასთან იძაბებიან, რა დროსაც ჩემს ადამიანურ რესურსს, ჩემს ხასიათსა და კომუნიკაბელურობას ვრთავ იმისთვის, რომ მათთვის ეს პროცესი კომფორტული გავხადო.

Roger Ashton-Griffiths (როჯერ ეშტონ-გრიფითსი)
Roger Ashton-Griffiths (როჯერ ეშტონ-გრიფითსი)

M: ფოტოგრაფიისთვის რა აუცილებელ ატრიბუტებსა თუ რესურსებს იყენებ?სოციალურ ქსელებს, ფოტოშოფს, ვიტრანსფერს, კამერას, ლინზებს, თვალსა და თითს.

M: დაბოლოს, როგორ აღმოვაჩინოთ ფოტოგრაფი საკუთარ თავში?
პირველ რიგში, უნდა გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ. შენში უნდა აღმოაჩინო სტილი, რაც ბუნებრივად მოდის. ბევრი გამოფენა უნდა ნახო, სხვადასხვა ფოტოგრაფის ნამუშევრებს გაეცნო, იმოგზაურო და იფიქრო!

„აჭარაბეთი“ გილოცავთ სპორტის დღეს

როგორ შეიმუშავა Pfizer-მა ვაქცინა რეკორდულ დროში?