ტანსაცმლის ბრენდმა Jules გადაწყვიტა მამაკაცების მასკულინობასთან დაკავშირებულ კლიშეებს ებრძოლოს. “რა შეუძლიათ მამაკაცებს?” – ამ მთავარ კითხვას ბრენდი ირონიულ პასუხს სცემს და გვიჩვენებს თავგადასავლებით სავსე სამყაროს, სადაც ეკო-მეგობრული სამოსი გრძელვადიანი მოხმარებისთვის იქმნება, რათა შემდეგ გადაკეთდეს და მისი გადამუშავება იყოს შესაძლებელი. ჯინსები – გადამუშავებული პლასტმასის ბოთლებისგან იყოს ნაწარმოები, მაისურები – 100%-ით ორგანული ნედლეულისგან. მაინც, რა კავშირშია მამაკაცი და მისი შესაძლებლობები სოციუმის ამ ქცევებთან? ამას Jules-ის ვიდეორგოლიდან შეიტყობთ. კამპანიაზე სააგენტო AIR Brussels-მა იმუშავა.
სინამდვილეში, რა შეუძლიათ მამაკაცებს? – Jules-ის რეკლამა
