in

ნახეთ: ღვინის შეფუთვა მინის ბოთლების გარეშე

Juliet ძვირადღირებული ღვინის კომპანიაა, რომელიც ეკომეგობრული შეფუთვისა და წარმოების ერთგულებით გამოირჩევა. ახლა კი ცილინდრული შეფუთვა შემოგვთავაზა, რომელიც მდგრადობას რამდენიმე გზით ეხმიანება: მინის ბოთლებზე ნაკლები ნახშირბადის ნაკვალევი აქვს, გადამუშავებადი და მრავალჯერადია. 

ბრენდის მფლობელის თქმით, Juliet ღვინისთვის პირველი ცილინდრული ყუთის ჩანთის (BIB) 1.5-ლიტრიანი შეფუთვაა. საინტერესოა ისიც, რომ შეფუთვისთვის საჭირო Eco-Magnum-ის მუყაო Juliet-ში შეიქმნა. 

მომრგვალებული ფორმა და მოდური გრაფიკა კი ბრენდის სამიზნე აუდიტორიას ასახავს, ქალებს, რომლებიც სიამოვნებას კარგი ღვინოებისგან იღებენ და ამასთან, მდგრადობასაც აფასებენ… ხოლო BIB პაკეტის გამოყენებას გახსნიდან 6 კვირის მანძილზე მოახერხებთ. იგი საკმაოდ მოსახერხებელია — საცობი აღარ არის საჭირო, შეფუთვის სახელური მის ტარებას კიდევ უფრო მარტივს ხდის, ხოლო, რადგან მინას უკვე აღარ შეიცავს, მისი წაღება პიკნიკებსა თუ სხვა გარე აქტივობებზე თავისუფლად შეგიძლიათ. 

მას შემდეგ, რაც აღმოვაჩინეთ, რომ შუშის ბოთლები და მათი ტრანსპორტირება ღვინის ნახშირბადის ემისიების დიდ წილს შეადგენდა, ჩვენ შთაგონებული ვიყავით, შეგვექმნა ისეთი პიონერული და მდიდრული ღვინო, რომელიც ამ კატეგორიას სრულად გასცდებოდა. ჩვენ ვგრძნობდით, რომ ინოვაციური და ლამაზი შეფუთვა იქნებოდა ღვინის ყუთების შესახებ არსებული სტიგმის გასაღები, რომელიც ისტორიულად იაფ და დაბალი ხარისხის პროდუქტებს უკავშირდებოდა, — ამბობს ალისონ ლუვერა, Juliet-ის თანადამფუძნებელი. 

Juliet-ის ახალი შეფუთვა ორი მიზნით შექმნეს, რათა იგი ყუთისა და ჩამოსხმული ღვინოების მოყვარულებს მოსწონებოდათ. ანუ მათ, ვისაც პრემიუმ შეთავაზებები სურდათ და მათ, ვინც მდგრადობასა და მოხერხებულობას ანიჭებდა უპირატესობას. გარდა იმისა, რომ შეფუთვა ნებისმიერ თაროზე ლამაზად და გამორჩეულად გამოიყურება, იგი ისეთი ზომებით შექმნეს, რომ მისი მოთავსება მაცივრის თაროზეც მოსახერხებელი ყოფილიყო. 

რაც შეეხება უშუალოდ შეფუთვის პროცესს, ისინი ნახევრად ავტომატიზებულ ხაზს მისდევენ — ჯერ ღვინოთი ავსებენ, შემდეგ ფუთავენ და ბოლოს Eco-Magnum-ში ათავსებენ. 

T-Mobile და SpaceX ფიჭურ კავშირს მთელი მსოფლიოს მასშტაბით უზრუნველყოფენ

შესაძლებელია თუ არა ავტომატიზაციის შემოტანა ვიდეომონტაჟში