in

ციფრული თანაშემწე პერსონალური ინფორმაციის დასაცავად – Jumbo

veon
veon

სოციალურ ქსელებსა თუ აპლიკაციებს, მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის დასაცავად, სხვადასხვა მექანიზმი აქვთ შემუშავებული. ისინი გაძლევენ შესაძლებლობას, მართოთ, თუ ვინ ნახავს თქვენს პოსტს, თუმცა, ალბათ ხშირად ოცდებით, თუ რა ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი ინტერნეტში თქვენ შესახებ. ინფორმაციის, რომელიც ხშირად, თითქოს, თქვენგან დამოუკიდებლად ვრცელდება… უკანასკნელ წლებში პრობლემა უფრო გაამწვავა კემბრიჯ ანალიტიკის ცნობილმა საქმემ, რომლის დროსაც Facebook-ის მომხმარებელთა დიდი ნაწილის პერსონალური ინფორმაცია პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს.

პერსონალური ინფორმაციის დაცვა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. ამ გამოწვევისთვის პასუხის გაცემას არაერთი კომპანია ცდილობს, მათ შორის, ტექნოლოგიური გიგანტებიც. მომხმარებლისთვის მსგავსი ტიპის დისკომფორტისა თუ სერიოზული პრობლემების თავიდან ასარიდებლად, დეველოპერმა პიერ ვალადემ აპლიკაცია Jumbo შექმნა.

დასაწყისისთვის, Jumbo-ს შეუძლია Twitter, Facebook, Google search-სა და Amazon’s Alexa-ზე დაიცვას თქვენი მონაცემები. სამომავლოდ კი Instagram-სა და Tinder-ზეც შეძლებს. მაგალითად, შეგიძლიათ მიუთითოთ, რომ გსურთ 2011 წელს დადებული პოსტების წაშლა. ის წაშლის ყველა პოსტს, რაც 2011 წელს დადეთ. ან, შეგიძლიათ ტვიტერზე ბოლო 3200 პოსტის წაშლა. წაშლილი პოსტების პოვნა კი მხოლოდ თქვენ, Jumbo-შივე შეგეძლებათ.

Jumbo-ს აქვს მსუბუქი, საშუალო და მკაცრი კონფიდენციალობის რეჟიმი. საშუალო რეჟიმის არჩევისას, ის ინფორმაციის უმეტესობას მხოლოდ თქვენი მეგობრებისთვის მისაწვდომს გახდის, ხოლო მკაცრი რეჟიმის გამოყენების შემთხვევაში, თქვენ შესახებ, Facebook-ზე არსებული ინფორმაცია და პოსტები მხოლოდ თქვენთვის იქნება ხელმისაწვდომი.

Jumbo-ს ასევე შეუძლია განსაზღვროს იმ დროის ინტერვალი, რომლის განმავლობაშიც Google შეინახავს თქვენი ძებნის ისტორიას. ასევე, ის წაშლის ხმოვან შეტყობინებებს, რომელსაც Amazon-ის ხმოვანი ასისტენტის – Alexa-ს მეშვეობით გააკეთებთ. სამომავლოდ კი შეძლებს ინსტაგრამის საჯარო პოსტებისა და Tinder-ზე არსებული მიმოწერების წაშლას.

ამჟამად, Jumbo ხელმისაწვდომია iOS-ის მომხმარებელთათვის, თუმცა, The Verge-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის შესაბამისად, სავარაუდოდ, Jumbo-ს გამოყენებას მალე „ანდროიდის“ მომხმარებლებიც შეძლებენ.

ნაომი კემპბელი Valentino-ს სარეკლამო კამპანიაში 

3-5 მაისს ექსპოჯორჯიაში ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა ჩატარდება