ალბათ გგონიათ, რომ სოციალური ქსელის დახმარებით უკვე ბევრი სარეკლამო კამპანია განხორციელდა და ფიქრობთ “რაღა უნდა გამოიგონონ”.
Budweiser-მა სოციალური ქსელის საქსოვი დაზგა ჩართო. დიახ, სწორედ გაიგეთ, საახალწლო ტანსაცმლის მოქსოვა სოციალური ქსელის დახმარებით ხდება.
ქსოვის პროცესი ტვიტერზეა დამოკიდებული, რაც უფრო მეტი ტვიტია მანქანა მით უფრო მეტს მუშაობს. თუ თქვენ ტვიტერში ჰეშტეგს #jumpers4des გამოიყენებთ მანქანა ქსოვას დაიწყებს.
10 დეკემბრის შემდეგ, Budweiser-ის ოფიციალურ გვერდზე ყველაზე აქტიურ მომხმარებელს ნაქსოვი, საახალწლო პულოვერის მოგების საშუალება ექნება.
ასევე პულოვერები შეზღუდული რაოდენობის ლუდის შეკვრასთან ერთად გაიყიდება. აქციიდან მოგება მთლიანად საქველმოქმედო ორგანიზაციას RoadSafe-ს გადაეცემა.