ისეთი რთული წლის ბოლოს, როგორიც 2020-ია, ერთ-ერთი უდიდესი საჩუქარი ჩვენი და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობაა. DocMorris-ის საახალწლო ვიდეორგოლის მთავარი გმირი ასაკოვანი მამაკაცია, რომელიც საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნავს, რათა შობის ღამეს შვილიშვილს საუკეთესო კომპანიონობა გაუწიოს. კამპანიაზე სააგენტო Jung Von Matt-მა იმუშავა.