4 ოქტომბერს, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, სპექტაკლი „ჯუნგლების ახალი წიგნი“ გაიმართება. სპექტაკლი ინგლისურ ენაზე ჩატარდება, ქართული სუბტიტრებით. დადგმა 20:00-ზე შედგება, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში.
ეს გახლავთ აკრამ ჰანის ახალი საცეკვაო-თეატრალური პროდუქცია, რომელიც რედიარდ კიპლინგის საყოველთაოდ საყვარელ კლასიკურ მოთხრობას ეფუძნება. მაუგლის ამბავი – კლიმატური ცვლილებების შედეგად იძულებით გადაადგილებული ადამიანების – ეკოემიგრანტების – თვალითაა დანახული და სრულიად ახალი სახითაა წარმოდგენილი აკრამ ჰანის და მისი გუნდის მიერ.
„ჯუნგლების ახალი წიგნი“ არის ამბავი ჩვენ გარშემო ბუნებრივ სამყაროს მიმართ პატივისცემისა და კავშირის მნიშვნელობის შესახებ. სპექტაკლის ხანგრძლივობა იქნება 130 წუთი. დადგმა აერთიანებს ორიგინალურ მუსიკას, 10 საერთაშორისო მოცეკვავეს, გამორჩეულ ანიმაციასა და ვიზუალს. „ჯუნგლების ახალი წიგნი“ გახლავთ ცოცხალი თხრობა სხვებთან დაკავშირების იმ აუცილებელი ლტოლვის შესახებ , რომელიც შინაგანად გაგვაჩნია ადამიანებს.
„ახალი ჯუნგლების წიგნი თითქოს ბლოკბასტერია, კინოს ეფექტებითა და ძლიერი გზავნილით ჩვენთვის ყველასათვის. ნამდვილად გამორჩეულია!“ – აღნიშნავს გამოცემა „სთეიჯი“.
„ქორეოგრაფია შეუდარებელია“, – წერს „სკოთსმენი“.
„ჩამთრევია, გამოგაფზილებს და იმედით აგავსებს. ხელოვნების ეს ნამდვილი ნიმუში მსოფლიოს ნებისმიერ სცენას მოუხდებოდა“, – გვამცნობს „სანდეი ნეშიონალი“
„ჯუნგლების ახალი წიგნი“ შესანიშნავი ნამუშევარია. ათლეტური მოცეკვავეები გამორჩეულები არიან, მათი ექსპრესიული მოძრაობის ხარისხი უმაღლესი, მათი ინტერპრეტაცია უმაღლესი“, – „სიინგ დანს“.
რეპეტიციების რეჟისორორები გახლავთ: ნიქ ჰენშალი, ენდრიუ პანი, ანგელა თოულერი, ნიკო მონაკო, შარლოტ პუკი
გაგაცნობთ მოცეკვავეებსაც: მაია ბალამ მეიონგი, ბი ბიდოტი, ფერგას კლევი, ჰარი თეადორა ფოსტერი, ფლიპო ფრანზესე, ჯასპერ ნარვაეზი, მაქს რეველი, მეტიუ სანდიფორდი, ელპიდა შკოროუ, იან მიკაელა ვილანუევა და ლანი იამანაკა.
ანიმაციის მხატვარია ადამ სმიტი (იესთ ქალჩარი), ვიდეოდიზაინის პროდიუსერი – ნიკ ჰილელი (იესთ ქალჩარი), ანიმატორები – ნაამან აზარი, ნატაშა სეტნერი , ედსონ რ ბაზარინი, კრეატიული პარტნიორი / ქოუჩი – მავინ ქო.
ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია. დეტალების სანახავად, ეწვიეთ ბმულს.