in

Junior Managers’ School უფროსკლასელებისთვის ბიზნეს განათლების კურსს ჩაატარებს

“ახალგაზრდა მენეჯერების სკოლა” (Junior Managers School) უფროსკლასელებს ბიზნესგანათლების 2 თვიან კურსს სთავაზობს, რომელიც მიზნად ისახავს მათთვის პროფესიული არჩევანის გამარტივებასა და დახმარებას, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. კურსის ფარგლებში სკოლა ეცდება, უფროსკლასელებს დაანახოს ყველა ის შესაძლებლობა, რომელთა წინაშეც ისინი მომავალში დადგებიან. ასევე, მათი მიზანია, 2 თვის განმავლობაში მოზარდებს შესძინონ მენეჯერული უნარები, რომლებიც მათ ნებისმიერ სფეროში გამოადგებათ.

BOG
BOG

კურსი გათვლილია კონკრეტულად  IX, X და XI კლასელებზე. 2 თვიანი მასტერკლასები მოიცავს 20 თემას: Team Building (ხათუნა სანიკიძე), ბიზნესის საწყისები (გიორგი თურქია), ეკონომიქსი (თემურ კუპრავა), მენეჯმენტი (აკაკი თავაძე), ბიზნესის სამართალი (აკაკი ჩარგეიშვილი), ონლაინ მარკეტინგი (ნინო ეგაძე), საბანკო საქმე (პაატა ღაძაძე), PR და ღონისძიებების მენეჯმენტი (მაკა ყუბუსიძე), შოუ ბიზნესი (აჩიკო გულედანი), სახელმწიფო და ბიზნესი (გიორგი ისაკაძე), მენეჯმენტი კინოინდუსტრიაში (გელა ბაბლუანი), პროფესია და სიყვარული (ალექსანდრე ჯეჯელავა), ბრენდინგ სააგენტო და ბრენდის სტრატეგია (ვასკა&ტაბატა), ბიზნეს ეტიკეტი (ნინო ახალაია), ვირუსულობის ეფექტი (ლევან ლეფსვერიძე), Startup Life (დავით ხოსროშვილი).

ასევე, კურსის ფარგლებში იგეგმება ვიზიტები “ვენდისში”, რადისონში, ტელეკომპანია იმედსა და ტექნოპარკში.

2 თვიანი კურსი ჩატარდება ფაბრიკაში, Impact Hub Tbilisi-ში 10 თებერვლიდან 14 აპრილამდე, ყოველ კვირა დღეს 14:00 — 18:00 სთ-ებში. პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა ჯუნიორ მენეჯერის სერტიფიკატი.

პროგრამის სრული ღირებულება — 690 ლარი (თანხის გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივად)

მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ აპლიკაცია.

M&M’S-მა შოკოლადის ფილები გამოუშვა

მაკდონალდსი ვოლტთან თანამშრომლობას იწყებს