14
Mar
2018

ჯუნიორ მარკეტერის პროგრამა – კურსი მარკეტინგით დაინტერესებული მოზარდებისთვის

14 Mar 2018

18 მარტიდან ჯუნიორ მარკეტერის პროგრამა იწყება. კურსზე IX, X და XI კლასის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, გაიგონ მეტი მარკეტინგის შესახებ და გაიცნონ ამ სფეროს  სპეციალისტები. პროექტს Junior Managers School და „მილენიალ ჰაბი“ ახორციელებს.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

პროგრამა ორი ნაწილისაგან შედგება. პირველი მოწვეული ლექტორების მასტერკლასებს მოიცავს, მეორე კი სარეკლამო და ბრენდინგის სააგენტოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს.„სულ გაიმართება 20 შეხვედრა. აქედან 16 ლექციაა, 2 ჯგუფური პროექტების წარდგენა, 2 კი გასვლითი შეხვედრა მსხვილი კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტსა და სარეკლამო სააგენტოს ოფისში“.

რაც შეეხება პროგრამასა და ლექციების თემატიკას: 1. 4P – მარკეტინგული „მიქსი“ (ვასკა ჩუბინიძე/გიორგი ტაბატაძე – MILLENNIAL HUB); მარკეტინგი ორგანიზაციაში (ნინო ეგაძე — TBC BANK),  მარკეტინგული კომუნიკაციები (დიმიტრი ვაჩნაძე – EUROPEBET); PR -საზოგადოებასთან უერთიერთობა (სოფო ბალავაძე – BANK OF GEORGIA); CSR ანუ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა (თაკო როდონაია – GEOCELL); სტარტაპი (დავით ხოსროშვილი – WIFISHER); „დიჯითალ“ პროდუქტები (ლაშა გოგუა – EUROPEBET); „დიჯითალ“ მარკეტინგი (გაგა დარსალია – REDBERRY); სარეკლამო სააგენტო (ლევან გომშიაშვილი – HOLMES&WATSON); ბრენდინგ სააგენტო (ვასკა ჩუბინიძე/გიორგი ტაბატაძე – MILLENNIAL HUB); ბრენდის სტრატეგია (შოთა ჩინჩალაძე – LIVE BRANDING); კრეატიული პროცესი (ნიკუშა ანთაძე – HOLMES&WATSON); „ინსაიტები“ (ეკა ყიფიანი – JWT METRO); ვირუსულობის ეფექტი (ლევან ლეფსვერიძე – LEAVINGSTONE); „ფროდაქშენი“ (სანდრო გაბილაია – JWT METRO); მარკეტინგული მედია და განვითარების ხედვა (აკო ახალაია – MARKETER.GE).

ჯუნიორ მარკეტერების პროგრამას ჰქვია „შეეხე მარკეტინგს“. კურსი მარკეტინგთან დაკავშირებულ თემებს მოიცავს. პროექტი „მილენიალ ჰაბთან“ ერთად შევიმუშავეთ. პრინციპში ლექტორების 90% სწორედ მათი კონტაქტებით არის ჩვენთან. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო მიდგომა გვაქვს. კურსი დავყავით ორ ნაწილად. პირველ ბლოკში მარკეტინგს შევეხებით ორგანიზაციების მხრიდან, ანუ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რას საქმიანობენ, კონკრეტულად რას აკეთებენ კომპანიების მარკეტინგის მენეჯერები. მეორე შეხება იქნება კრეატიული სააგენტოების კუთხით. ლექციებს წაიკითხავენ ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან მარკეტინგულ პროდუქტებს, სერვისებს და ა.შ. რაც შეეხება ამ პროგრამის მიზანს. Junior Managers School ბაზარზე 2011 წლიდან არის. ეს კურსი განკუთვნილია დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის და მომავალი პროფესიის არჩევისას გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება. კურსდამთავრებულებთან უკუკავშირისას აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტად სწორედ მარკეტინგი აინტერესებდათ. ეს არც გვიკვირს. თემა, თავისთავად, პოპულარულია. მოზარდები მარკეტინგს უკავშირებენ პიარს, ღონისძიებებს, კრეატიულ და სარეკლამო რგოლებს. რეალურად, ეს ცალკე პროფესია კი არა, ბიზნესის ადმინისტრირებაში შემავალი ერთ-ერთი სპეციალობაა. მაგრამ მოზარდებისთვის ძალიან საინტერესოა. შესაბამისად ვცდილობთ, რაც შეიძლება მარტივად და გასაგებად ავუხსნათ, რა არის მარკეტინგი და ვესაუბროთ მასთან დაკავშირებულ თემებზე. მეორე მიზანი, რის გამოც ამ კურსის გაკეთება გადავწყვიტეთ, ჩვენი ყოველდღიურობაა. მთელი ცხოვრება მარკეტინგია. რა პროფესიისაც არ უნდა იყოს ადამიანი, მაინც „თვითმარკეტინგზე“ მუშაობს, ანუ ფიქრობს, როგორ წარმოაჩინოს საკუთარი თავი და შესაძლებლობები. ჩვენ კი ამ ყველაფერს ვასწავლით. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჯუნიორ მარკეტერების პროგრამა“, – ამბობს Junior Managers School-ის ავტორი ხათუნა ბოლქვაძე.

ლექციები Impact Hub-ში („ფაბრიკა“, ე.ნინოშვილის #8), ყოველ კვირა დღეს, 14:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება. პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა 15 მარტს იწურება. კურსის ღირებულება 690 ლარია (შესაძლებელია თანხის ეტაპობრივად გადახდაც). პროექტი 20 მაისს სრულდება.

განხილვა