in

NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა იუპიტერის მთვარე ახლოდან გადაიღო

NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა, Juno, იუპიტერის თანამგზავრ იოს 80 000 კილომეტრის დაშორებით ინფრაწითელი სურათი გადაუღო. მასზე ლავური ნაკადები და ტბები ძალიან კარგად ჩანს.

M2
M2

ფოტო 5 ივლისს არის გადაღებული, თუმცა კოსმოსურმა სააგენტომ 14 დეკემბერს გამოაქვეყნა. ამასთან, ნასამ აღმოაჩინა, რომ იოზე ასობით ვულკანია და მათი უმრავლესობა პოლუსების მიმდებარედაა განლაგებული, ნაცვლად ეკვატორული ნაწილისა. „თქვენ შეგიძლიათ, ვულკანური ცხელი წერტილები იხილოთ. ძირითადი მისიის ფარგლებში შევძელით, მათ ცვლილებებსა და გაფართოებას დავკვირვებოდით“, — აცხადებს Juno-ს მთავარი მკვლევარი, სკოტ ბოლტონი.

შეგახსენებთ, რომ Juno იუპიტერის ორბიტაზე 2016 წელს დაეშვა. ამჯერად კოსმოსური ზონდი იოს შეისწავლის, მზის სისტემაში ყველაზე ვულკანურ ადგილს — იმედია, მეცნიერების მოლოდინები გამართლდება და მთვარის ვულკანებისა თუ მისი მაგნეტიზმის შესახებ მეტ ინფორმაციას შეაგროვებენ. „ეს ვულკანური აქტივობა იუპიტერის გიგანტური მაგნეტოსფეროს განმსაზღვრელიცაა, თანამგზავრების ურთიერთქმედება კი იუპიტერის პოლარულ ნათებებს ქმნის“, — აღნიშნავს ბოლტონი.

აქვე საგულისხმოა, რომ პოლარული ნათება, ეს ფერადი სანახაობა, მხოლოდ დედამიწაზე არ ხდება. პირიქით, NASA-ს თანახმად, მზის სისტემაში იუპიტერის პოლარული ნათება ყველაზე კაშკაშაა. ეს პროცესი ხდება მაშინ, როცა დამუხტული ნაწილაკები, პროტონები ან ელექტრონები მაგნიტურ ველს, მაგნეტოსფეროს, ეხებიან, რომელიც პლანეტას აკრავს გარს.

იცით, რისი „ეშინია“ თქვენს ლეპტოპს?

BORJOMI X DAVID KOMA — ახალი ლიმიტირებული სერია ექსკლუზიურად საქართველოსთვის