იუპიტერი და სატურნი – ჩვენი მზის სისტემის ორი უდიდესი პლანეტა ერთმანეთს ყველაზე მეტად 21 დეკემბერს მიუახლოვდა, რამაც “შეერთება” გამოიწვია. სოციალური მედია პლატფორმები გადავსებულია ფენომენის სურათებით და ვიდეოებით.
იუპიტერი და სატურნი ცაზე ერთი მნათობის სახით დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში გამოჩნდება, თბილისის დროით 18:20-დან 18:50 საათამდე.
ვიდრე საქართველოს ცაზე ვიხილავთ ამ “შეერთებას”, შეგვიძლია ფოტოების მიხედვით გარკვეული წარმოდგენები შევიქმნათ.