შვედური ტექნიკის მწარმოებლის Jura-ს ახალ სარეკლამო ვიდეორგოლში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჩოგბურთელ როჯერ ფედერერს თამაშში საკმაოდ უჩვეულო პარტნიორი ჰყავს. კომპანიამ ვიდეო თავისი ყავის აპარატისთვის შექმნა, რომელიც ბრენდის განცხადებით, საუკეთესო ყავას ამზადებს. სიუჟეტის მიხედვით, ვარჯიშიდან შინ დაბრუნებულ როჯერს, სახლში ახალი თანამედროვე მრავალფუნქციური რობოტი ხვდება, რომელიც მიუხედავად საოცარი შესაძლებლობებისა, ყავის მომზადებას თავს ვერ ართმევს და ფუნქციების არევის გამო, ჩოგბურთის ბურთების სროლას იწყებს.
https://www.youtube.com/watch?v=aOs-eI4at8k










