in

იური ნესტეროვის ქუჩის ფოტოგრაფია უკრაინის ცხოვრებაზე

ფოტოგრაფიას მომენტალური დოკუმენტაციის ძალა აქვს და ეს იმპულსი კარგად ჩანს იური ნესტეროვის ნამუშევრებში, რომლის ქუჩის ფოტოგრაფიაც ვიზუალური ჩანაწერების ტოლფასია. 

BOG
BOG

როდესაც კამერის ობიექტივში ვიყურები, ათასობით სურათს ვხედავ, რომელიც ჩნდება ჩემს გონებაში”, – ამბობს იგი.

ნესტეროვი 1954 წელს კრასნი ლუჩში დაიბადა, ლუგანსკის ოლქში, რომელიც დღევანდელ უკრაინას წარმოადგენს. იმ დროს ეს ტერიტორია საბჭოთა კავშირის შემადგენელი იყო, რაც თავისთავად აისახა კიდეც ფოტოხელოვანზე. თავის შემოქმედებაში ის ხშირად გამოხატავს, რომ ადამიანის გამოცდილება გარდამავალია და ეფემერული ბუნება აქვს.

Pereyaslav-Khmelnitski, Ukraine, 2016

ჩემი ნამუშევრების ყურებისას მიჩნდება განცდა, რომ ისინი ელექტრულია. ხშირად მეკითხებიან, თუ სადაა გადაღებული ესა თუ ის ფოტო; როგორი კამერით ან რა ლინზა მქონდა გამოყენებული. ამ დროს ძალიან მინდა ვუპასუხო: “გადაღებულია ადამიანთა სამყაროში, თავისი ფიქრებით, იმედგაცრუებებითა და იმედებით”…ჩვენ ყველას ერთი ვარსკვლავური ცა გვაქვს, რა მნიშვნელობა აქვს ღილაკს სად დავაჭირე თითი?”, – წერს ფოტოგრაფი.

კიევი, უკრაინა, 2016.

მრავალი წლის განმავლობაში ნესტოროვი ჟურნალისტიკაში მოღვაწეობდა და ფოტოები მთელ ევროპაში გამოფინა, თუმცა უკრაინის მუზეუმში განთავსებული მისი რამდენიმე ფოტოანაბეჭდი რამდენიმე წლის წინ, დაბომბვის დროს განადგურდა. თუკი Flickr-ზე გადახვალთ, ნახავთ მის საოცარ ფოტოებს, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაში, კიევის სამზარეულოში ამუშავებდა.

კრასნი ლუჩი (Khurstalny). 1984
კრასნი ლუჩი (Khrustalny). 1985
კრასნი ლუჩი (Khrustalny). 1987
მაკეევკა, 1987
მაკეევკა, 1987

NASA მარსის კლდოვან მასებს აკვირდება — პირველი ფოტოები

მეტავერსში AI თქვენს ბრძანებებს მომენტალურად შეასრულებს