in

ჟურნალისტების და ბლოგერების კონკურსი “შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება”

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კონკურსის ვადა, „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ ჟურნალისტებსა და ბლოგერებისთვის / ვლოგერებისთვის, გახანგრძლივდა. ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა ახლა უკვე 10 სექტემბერია, 24:00 საათი.

კონკურსს აცხადებს CENN, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. კონკურსის პარტნიორები არიან Toyota Caucasus და Gulf Georgia.

კონკურსის ფარგლებში მიიღება:
– გამოქვეყნებული სტატიები
– გამოქვეყნებული ბლოგები
– გამოქვეყნებული ვიდეო სიუჟეტები
– ფოტო ისტორიები
– გამოქვეყნებული ვლოგები

სავალდებულოა, რომ ნაშრომები შეიქმნას კონკურსის გამოცხადების შემდეგ.
კონკურსის თემაა პლასტმასით გარემოს დაბინძურება, ზოგადად პლასტმასთან დაკავშირებული გამოწვევები.

კონკურსის შედეგად შეირჩევა 3 გამარჯვებული:
I ადგილი – 1,500 ლარის ზუმერის ვაუჩერი
II ადგილი – 1,200 ლარის ზუმერის ვაუჩერი
III ადგილი – 900 ლარის ზუმერის ვაუჩერი

თავიანთ რჩეულებს, სპეციალურ პრიზებს გადასცემენ კონკურსის პარტნიორები Gulf Georgia და Toyota Caucasus:

Gulf Georgia – ყველაზე კრეატიული ნამუშევრისთვის, რომელიც ემყარება პირად გამოციდლებას / აქტივობას და ხელს უწყობს გარემოს პლასტმასით დაბინძურების შემცირებას – 2 000 ლარი

Toyota Caucasus – კრეატიული ნამუშევრისთვის რომელიც ასახავს სტრატეგიულ და გრძელვადიან ხედვას – 2 000 ლარი

კონტენტი არ არის შეზღუდული და შესაძლოა ეხებოდეს შემდეგ საკითხებს:

პირადი გამოცდილება – მაგალითად როგორ შევამციროთ პლასტმასის მოხმარება
პლასტმასით გარემოს დაბინძურება და რატომ წარმოადგენს ეს პრობლემას
ცირკულარული ეკონომიკა და პლასტმასის ნარჩენების მდგრადი მართვა (პრევენცია, ხელმეორედ გამოყენება, გადამუშავება).

ბიზნესის როლი პლასტმასის შემცირებაში და/ან გადამამუშავებელი კომპანიების როლი პლასტმასის შემცირებასა და ეკონომოკის განვითარებაში.

მიკროპლასტმასასთან დაკავშირებული პრობლემები და საფრთხეები ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების ინფორმირებას:

• პლასტმასის უარყოფით თვისებებზე და პლასტმასით დაბინძურების პრობლემებზე
• პლასტმასის გადაჭარბებული მოხმარების შემცირების გზებზე
• პლასტმასით გარემოს დაბინძურების შემცირების გზებზე

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნამუშევარი უნდა გაგზავნონ შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected]

შეფასების კრიტერიუმები:

1. შინაარსი და კონკურსის თემასთან შესაბამისობა
2. თხრობის სტილი და კრეატიულობა
3. იდეის/თემის განვითარება
4. აუდიტორიაზე მორგებული ლექსიკა და სტილი
5. კონტენტის აკურატულობა/წყაროების მითითება
6. სტატიის / ბლოგის რაოდენობა

[R]

შეხვედრისას კამერების გამორთვა “ზუმის დაღლილობას” ამცირებს

რამდენი ენერგია გვჭირდება სიღარიბის აღმოსაფხვრელად?