გახსოვთ ძმები რაიტები? მათ გამოიგონეს პირველი აეროპლანი. აი, ძმებმა ოლრაიტებმა, ფრენა უღიმღამო გამოცდილებად აქციეს და საშინელი სერვისი გამოიგონეს. თუმცა, სანამ მათ შესახებ გუგლში დაიწყებთ ძებნას, გეტყვით, რომ ძმები ოლრაიტები ავიაკომპანია JetBlue-ს კამპანიის უარყოფითი პერსონაჟები არიან. ისინი თვლიან, რომ ავიამგზავრისთვის ზედმეტი ფუფუნება არ არის საჭირო. კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა ძველებური სტილის რამდენიმე ვიდეორგოლი, სადაც ძმები ოლრაიტების სახალისო ამბებს ნახავთ.
https://www.youtube.com/watch?time_continue=30&v=aT03squYSzI
https://www.youtube.com/watch?time_continue=30&v=vSuuaUtAMuo
https://www.youtube.com/watch?time_continue=30&v=GKMd8M992Cc