in

„მკერდი სხეულის ისეთივე ნაწილია, როგორიც ცხვირი“ – კამპანია #JustBoobs

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ამსტერდამის არხებში გიგანტურმა, სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ფერის მკერდებმა დაიწყეს ტივტივი. „ჩვენი ეს ქმედება იმ ფაქტის აღნიშნვაა, რომ ძუძუები, უბრალოდ, ძუძუებია“, – ამბობს იდეის ავტორი სააგენტო, 72andSunny. „როგორც ცხვირები ჩვენს სახეზე, მკერდიც ჩვენი სხეულის ნაწილია“.

72andSunny-მ ამ იდეის განხორციელება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ 160 გამოკითხული ქალიდან უმეტესობას – 78%-ს, ცხოვრების განმავლობაში, უხერხულობის განცდა ჰქონია საკუთარი მკერდის გამო. საააგენტოს მიზანი კი სწორედ ესაა – ქალების სხეულის ნაწილები იყოს თავისუფალი სირცხვილისგან, სტიგმისგან, ჰარასმენტისგან – სექსუალური შევიწროებისგან, ცენზურისა და ობიექტივაციის, ანუ განივთებისგან. 

Advertising Agency: 72andSunny, Amsterdam, Netherlands
Deputy Executive Creative Director: Laura Visco
Senior Copywriter: Mareka Stake
Senior Art Producer: Nili Zadok
Junior Producer: Veronique Beumer
Junior Designer: Laura Colored
Senior Designer: Wendy Richardson-Dupart
Production Company: Ernesto Bos

რამდენი ადამიანი სარგებლობს Windows 10-ით

„ბიზნეს – ამქარი”, ანუ აკადემია ბიზნესისათვის – GIPA-ს და TBC-ის ერთობლივი პროექტი