in ,

Just check in… is it enough?

ეჭვგარეშეა, რომ Facebook-ში ბმულებზე ძრომიალით , ბევრ საინტერესო სიახლეს ვიგებთ,მაგრამ ტელევიზია კვლავ  რჩება ლიდერი ახალი ამბების მიწოდებაში.(ვიკამათოთ?) 

Public Affairs Council-ის კვლევამ აჩვენა, რომ 70% რესპონდენტებისა არჩევენ ტელევიზიას და ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროსაც სწორედ ის წარმოადგენს , . ამ კვლევაში Facebook-სა და სხვა სოციალურ ქსელებს ერთად უჭირავთ მხოლოდ 1%. 

საინტერესოა ის ფაქტიც,რომ Facebook-ს შემდეგი საინოფორმაციო არხებიც უსწრებენ :
ბეჭდური მედია (გაზეთები და ჟურნალები) – 12%;
ინტერნეტ მედია – 8%;
რადიო – 7%.

მეორე გამოკითხვაში,რესპოდენტები გამოკითხეს თუ რა ფორმით შეძლებდნენ ისინი გამოეხატათ ,თავიანთი დადებითი დამოკიდებულება , მათთვის სასურველ კომპანიის მიმართ. გამოკითხულთა მხოლოდ 27% უპასუხა რომ ისინი გახდებოდნენ ‘fan’ები იმ კომპანიის Facebook-ზე.

იხილეთ ყველაზე პოპულარული პასუხები:
1.მოვუყვებოდი მეგორებს და ოჯახის წევრებს კომპანიის შესახებ-81%
2.შევიძენდი უფრო მეტ საქონელს ან მომსახურებას ამ კომპანიისგან -66%;
3.გავაგზავნიდი ელექტონულ წერილს კომპანიის საფოსტო მისამართზე – 37%;
4.დავწერდი დადებით კომენტარს ან გამოხმაურებას უშუალოდ კომპანიის საიტზე- 32%.

იყო და არა იყო რა -ეს ყველაფერი მოხდა ამერიკაში ,მაგრამ ჩვენთან დამეთანხმებით, რომ ყველაფერი სხვაგვარადაა! Facebook-ს ჩვენი ცხოვრების ალბათ 50% უკავია(არ ააქვს მნიშვნელობა პირად ‘ექაუნთს’ ვიყენებთ მთელი დღის განმავლობაში თუ სამსახურის) ხომ ვხარჯავთ მთელ დღეს ვირტულაურ სივრცეში?!
გარდა ბმულებზე ‘ძრომიალისა’ facebook-ის და 
ჩვენი ‘wall’-ის მეშვეობით ჩვენ ვუნიშნავთ ერთმანეთს შეხვდერას(ვზოგავთ როგორც მინიმუმ 6 თეთრს),შეგვიძლია გავიგოთ ნებისმიერი ადამინის ტელეფონის ნომერი,უბრალოდ ჩვენივე გვერდზე პოსტის დაწერით(ვზოგავთ როგორც მინიმუმ 28 თეთრს)
ვიგებთ ვინ ?სად ?როდის ? იმყოფებოდა,რა ეცვა? რა შეიძინა? რა მიირთვა და ფაქტიურად მათი კუჭის მოქმედებაც ვიცით როგორ არის აწყობილი☺ (გვეხარჯება 0 თეთრი) ისმის კითხვა მხოლოდ ამ ტიპის ‘news’-ებია ჩვენთვის საინტერესო? და ვიყენებთ თუ არა ამ ჯადოსნურ გვერდს ახალი და საინტერესო ინფორმაციის გასაგებად?

P.S keta lomidze has just check in at ’home sweet home’☺ with…

და თქვენ საიდან იგებთ ახალ ამბებს?

ავტორი: ქეთა ლომიძე

პირველად იყო “მალე”, შემდეგ კი “გამოვიდა”!

Hovis ბრიტანელი ფერმერის პურის კვერი