18
Sep
2018

Just Donate It! არ დაწვა! ჩვენ მოგვეცი! – პასუხი Nike-ის სკანდალზე

18 Sep 2018

კობი
კობი


რამდენიმე დღის წინ, ინტერნეტ სივრცე Nike-ის სკანდალმა მოიცვა. შეგახსენებთ, რომ აჟიოტაჟი “ნაიკის” გარშემო, ფეხბურთელ კოლინ კაეპერნიკის ფოტოდან დაიწყო, რასაც მასობრივი განხილვა მოყვა. ბევრმა, პროტესტის ნიშნად, Nike-ის ბრენდის ფეხსაცმლის დაწვა და ვიდეოს სოციალური ქსელით გავრცელება დაიწყო. ამ ამბებზე ჩვენ უკვე გიამბეთ, ახლა კი საქველმოქმედო ორგანიზაციაზე მოგიყვებით, რომელმაც აგრესორებს ორიგინალურად გასცა პასუხი. Angel Bins ლოს-ანჯელესში მდებარეობს და აგროვებს ფეხსაცმელებს დონაციისთვის. Nike-ის სკანდალის შემდეგ, ამ პოსტერით, ორგანიზაციამ აგრესორებს მოუწოდა, ფეხსაცმლის განადგურების მაგივრად, ის ფონდისთვის შეეწირათ და ამგვარად დახმარებოდნენ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

განხილვა