12
ოქტ
2018

„შეგიძლიათ, უბრალოდ, „დანკინი“ დაგვიძახოთ“ – Dunkin’-ის დირექტორი საქართველოში გიორგი მშვილდაძე

12 ოქტ 2018

Dunkin’ Donuts-ის საერთაშორისო რებრენდინგს კომპანიის ქართული წარმომადგენლობაც შეუერთდა. ადგილობრივ ბაზარზე, ბრენდი რესტორნების შეცვლილი ინტერიერით, განახლებული ლოგოტიპით, შეფუთვითა და დასახელებით, ოფიციალურად, 2019 წლის ბოლოს წარდგება. რატომ იცვლება და როგორი იქნება „დანკინი“?! ამ თემაზე საქართველოში კომპანიის დირექტორმა გიორგი მშვილდაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ისაუბრა.

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

ასეთი იქნება „დანკინის“ ახალი დასახელება და შეფუთვა. საქართველოში კომპანიის რებრენდინგი 2019 წლის ბოლოს დასრულდება

მისი თქმით, მომავალი წლიდან, კომპანიას Dunkin’ Donuts-ის ნაცვლად, უბრალოდ Dunkin’ ერქმევა. ახალ ლოგოტიპზე ჯერ კიდევ მუშაობენ და მალე საბოლოო ვერსიას შეარჩევენ, თუმცა, ცნობილია, რომ „დანკინი“ ისევ ვარდისფერი და სტაფილოსფერი იქნება. რაც შეეხება რესტორნების ინტერიერს, ნელ-ნელა, ყველა ფილიალში, დომინანტი ყავისფერი გახდება, რაც ყავასთან უფრო მეტად ასოცირდება.

Dunkin’-ის ქართული წარმომადგენლობა, რა თქმა უნდა, უერთდება რებრენდინგის საერთო პროცესს. კომპანია, საერთაშორისო ბაზარზე, უკვე ძალიან წარმატებით, 67 წელია მოღვაწეობს. ბიზნესისთვის აუცილებელია სიახლეები. სწორედ ამიტომ, სათაო ოფისმა მიიღო გადაწყვეტილება, მომხმარებლებს ბრენდი განახლებული სახით წარუდგინოს. დროა, მეტი აქცენტი გაკეთდეს ყავაზე, რადგან, სტატისტიკის მიხედვით, ჩვენი გაყიდვების 50% სწორედ ყავასა და ყავის პროდუქტებზე მოდის, დანარჩენ 50%-ს კი სენდვიჩები, დონატები, ფრანგული ფუნთუშები და გაზიანი სასმელები ინაწილებს. კონკრეტული ციფრები მეტყველებს, რომ „დანკინი“, უპირველეს ყოვლისა, ყავის ქსელია. ამიერიდან, შეგიძლიათ, უბრალოდ, „დანკინიდაგვიძახოთ“, – ამბობს გიორგი მშვილდაძე.

ლატე შოკოლადითა და ფორთოხლით

რებრენდინგთან ერთად, „დანკინის“ ადგილობრივი წარმომადგენლობა მომხმარებელს კიდევ ერთ სიახლეს სთავაზობს – ლატე შოკოლადითა და ფორთოხლით.

„ჩვენი რესტორნების ქსელში იტალიურ ესპრესოზე დამზადებული 20 სახეობის ცივი და ცხელი ყავაა წარმოდგენილი. ამას დაემატა ლატე შოკოლადითა და ფორთოხლით. მომხმარებლებს სპეციალურ აქციასაც ვთავაზობთ: ყველა, ვინც, 5-ჯერ შეიძენს ახალ ლატეს, მე-6-ს საჩუქრად მიიღებს”, – ამბობს გიორგი მშვილდაძე.

„შეგიძლიათ, უბრალოდ, „დანკინი“ დაგვიძახოთ“, – გიორგი მშვილდაძე

მისივე თქმით, ყავის ხაზის გაძლიერება არ ნიშნავს, რომ ბრენდი, საერთაშორისო ან ადგილობრივ დონეზე, უარს ამბობს დონატებზე. პირიქით, მომხმარებლებს უკვე შესთავაზეს 3 ინოვაციური სახეობა და 4-ს უახლოეს მომავალში წარუდგენენ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გიორგი მშვილდაძე ამბობს, რომ მალე, თბილისში 1 და ბათუმში 2 „დანკინის“ რესტორანი გაიხსნება.

[R]

განხილვა