Facebook-მა ახალი სარეკლამო კამპანია “Just in Case Studies” წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში სოციალური ქსელის გუნდმა რამოდენიმე ვიდეო-რგოლი გადაიღო.
კამპანია ყოველდღიური ცხოვრების მაგალითზე Facebook-ის ფუნქციების სწორ გამოყენებას გვიჩვენებს. პირველ რგოლში ყველაფერი ძალიან ნაცნობი სცენარის მიხედვით ვითარდება, შეყვარებულები ჩხუბობენ და სოც-ქსელის მეშვეობით რიგდებიან. მეორე ვიდეო საკუთარი ფოტოების გაზიარებას ეხება. მესამე პოსტების რედაქტირებას, ტეგების მოხსნას და ა.შ.
მართალია ეს ყველაფერი ახალი არაა, მაგრამ ბევრმა არც იცის მათი არსებობის შესახებ და Facebook-ის ფუნქციებს ბოლომდე ვერ იყენებს.
http://youtu.be/OMQ5e-gq2kU
http://youtu.be/myP-u863GSw
http://youtu.be/nccw5BKLTEQ
http://youtu.be/OHjVMhR2i4M