ადამიანებისთვის სამსახური ან უბრალო მოვალეობაა, ან საყვარელი საქმიანობების თავშესაყარი… სხვა სიტყვებით, ზოგს უმართლებს, ზოგს კი — არა. კამპანია Just Let Me Do My Job კი ეხება ყველას, ვინც იმედგაცრუებულია ყოველდღიური რუტინით; ვინც ფიქრობს, რომ უბრალოდ დროს კარგავს. ასეთ დროს ყველა ფიქრობს, რომ გაცილებით წარმატებული და ბედნიერი იქნება, თუ იმის გაკეთების უფლებას მისცემენ, რაც რეალურად უნდა.
„თანამედროვე სამუშაო ადგილი შეფერხებების სივრცედ იქცა. ყველა ყველაფრის კეთებითაა დაკავებული და აკლიათ მთავარი — პროგრესი. უაზრო შეხვედრები, გაუთავებელი საუბრები ჯგუფურ ჩათში… ეს ყველაფერი სამსახურებრივ ცხოვრებას წამლავს, როცა თანამშრომლები არ აკეთებენ იმას, რაც უყვართ“, — აცხადებს Basecamp, კამპანიის ავტორი.
იმ ადამიანთა ნახევარი, ვინც კვირის ბოლოს სამსახურში თავს ზედმეტად გრძნობს, არასასურველ საქმეს აკეთებს. ამიტომაცაა, რომ სიმშვიდეს ვერ პოულობენ. იმპულსის ნაკლებობის ფონზე კი წარმატებაც მიუღწეველ ამოცანად რჩება.