in

ქრომოსომების რაოდენობის მიუხედავად, სიყვარულს პირადი სივრცე სჭირდება

ორგანიზაცია CoorDown-მა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კამპანიით, გლობალური აუდიტორიის ცნობიერების ამაღლება გადაწყვიტა. Just The Two Of Us – ასე ეწოდება ვიდეორგოლს, რომელიც ცდილობს დაიცვას დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლება, ჰქონდეთ დამოუკიდებელი რომანტიული ხასიათის ურთიერთობები, წვდომა სწორ ინფორმაციაზე და სრული სექსუალური თავისუფლება. Just The Two Of Us-ის სიუჟეტი გროვერ ვაშინგტონისა და ბილ ვიზერსის ამავე სახელწოდების სიმღერის ფონზე მიმდინარეობს. სხვადასხვა სცენაში, სააგენტო Small ჰიპერბოლის გამოყენებით გვახვედრებს, რომ სიყვარულისთვის პირადი სივრცე, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებსაც სჭირდებათ.

BOG

LG რუსეთში გაყიდვებს აჩერებს

500 Georgia-ს გამარჯვებულმა Cargon-მა Flexport-ისგან დამატებითი ინვესტიცია მოიზიდა