in

Just Walk Out – გაამარტივებს თუ არა Amazon-ის ტექნოლოგია საყიდლებზე სიარულს

Amazon-ის თავს საინტერესო ამბები ხდება. ბოლო თვეების განმავლობაში ის აჩერებს ახალი ადგილების ძიებას და წყვეტს ათეულობით მაღაზიის გახსნის გეგმას, რადგან, როგორც ამბობენ, ის იმედგაცრუებულია გაყიდვებით. ამ ქმედებამ დააფიქრა ექსპერტები. ისინი ახლა კითხულობენ, რა ბედი ეწევა იმ ინოვაციურ ტექნოლოგიას, რომელსაც Amazon ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ავრცელებს.

Just Walk Out – ასე ჰქვია ტექნოლოგიას, რომელიც საშუალებას აძლევს ადამიანებს, შეაგროვონ ის პროდუქტები, რაც მათ სჭირდებათ და შემდეგ უბრალოდ გავიდნენ მაღაზიიდან რაიმე სახის შეკვეთის პროცესის გავლის ან თუნდაც სხვა ადამიანთან ურთიერთობის გარეშე. ის აერთიანებს ხელოვნურ ინტელექტს (AI), მანქანურ სწავლებას, წონის სენსორებსა და ვირტუალურ კალათას. 

ამაზონმა პირველად 2016 წლის ბოლოს დანერგა ეს ტექნოლოგია თავის Amazon Go-ს მაღაზიებში, რომელიც პირველად გაიხსნა სიეტლში. Amazon Go-ს მომხმარებლები ჩამოტვირთავენ აპლიკაციას, რომელსაც მაღაზიაში შესვლამდე ასკანირებენ და ამით აადვილებენ უნაღდო გადახდის პროცესს. მოგვიანებით კი ტექნოლოგია გამოიყენეს Amazon Fresh-ის მაღაზიებსა და Whole Foods Market-ის გარკვეულ ფილიალებში, რომლებიც ამაზონმა 2017 წელს შეიძინა.

2020 წელს ამაზონმა შეიმუშავა ტექნოლოგიის ლიცენზირებული ვერსია, რომელიც დამოუკიდებელ საცალო მოვაჭრეებზე უნდა გაიყიდოს. პირველად, მცირე სასურსათო მაღაზიებს შეეძლოთ Amazon-ის უნაღდო შოპინგის მოდელის დანერგვა საკუთარ სივრცეში. იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ადამიანები შევიდოდნენ მაღაზიაში და კონტაქტის გარეშე შეძლებდნენ სასურველი პროდუქტების შეძენას. 

მიუხედავად იმისა, რომ იდეა საკმაოდ ინოვაციურად, კომფორტულად და საინერესოდ ჟღერდა, დიდ ბრიტანეთში მისი გამოყენება დაპაუზდა. რა არის ამის მიზეზი? 

Brooks Bell-ის აღმასრულებელი დირექტორი, გრეგორი ენჯი ამბობს, რომ ამაზონი შესაძლოა აადვილებს მომხმარებლებისთვის შოპინგის გამოცდილებას, მაგრამ ბევრი ადამიანი ჯერ არ არის მზად ამისათვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ Just Walk Out-ის კონცეფცია შეიძლება გარეგნულად შთამბეჭდავად მოგვეჩვენოს, რეალობა ის არის, რომ ბევრ ადამიანს, სავარაუდოდ, ეს გამოცდილება არაკომფორტულად ეჩვენება და, შესაბამისად, ერიდება მას, რადგან შეჩვეულია მოლარესთან ურთიერთობის კომფორტულ რუტინას. 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, იმასაც ვარაუდობენ, რომ მომავალში, შესაძლოა, ამაზონმა გამოიყენოს ანთროპომორფული რობოტები, რომლებიც დადგებიან უკონტაქტო მაღაზიების გასასვლელებთან და მომხმარებლებს წასვლისასეტყვის: „თქვენ უკვე დაასრულეთ შოპინგი, კარგ დღეს გისურვებთ!“.

მკაფიოდ განსაზღვრული იდენტობის საჭიროება

გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით Amazon Fresh-ის მაღაზიების ცივი მიღება, ნაწილობრივ მაინც, იდენტურობისა და ღირებულების შემოთავაზების პრობლემას უკავშირდება, ამბობს სტივ მეიდერი, ბრიტანეთში დაფუძნებული სააგენტო PHD-ის გლობალური კომერციის ხელმძღვანელი.

ის ასევე დასძენს, რომ Amazon-მა უმჯობესია გადახედოს თავის ბიზნეს მოდელს და დახვეწოს ის ისე, რომ ეს ინოვაციური ტექნოლოგია მყიდველისთვის მისაღები გახადოს. მომხმარებელი მაღაზიის ღირებულებას დიდ ყურადღებას აქცევს და აქვს თავისი ნიშნები, თუ რატომ ყიდულობს პროდუქტს მაინცდამაინც ერთგან და არა მეორეგან. მისი მხოლოდ ტექნიკით გაოცება არაა საკმარისი, მას სჭირდება მკაფიოდ განსაზღვრული იდენტობა.

როგორ უნდა გაზარდოთ გაყიდვები ჰიპერ პერსონალიზაციით?

WhatsApp-მა პირველი ფილმი გამოუშვა!