in

Justice League-ის ახალი ვიზუალური იდენტობა

ბოლო წლებში, სამართლებრივი მომსახურება საქართველოში ახალ საფეხურზე გადავიდა. კომპანიებმა და ინდივიდებმა დაიწყეს იურისტების აღქმა არა მხოლოდ პრობლემის გადაჭრის ინსტრუმენტად, არამედ როგორც სტრატეგიულ პარტნიორებად, რომლებიც მათ წარმატების მიღწევაში ეხმარებიან. 

BOG
BOG

სწორედ ამ მიდგომაზეა დაფუძნებული Justice League – იურიდიული მომსახურების კომპანია, რომელმაც ცოტა ხნის წინ რებრენდინგი განახორციელა და ახალ ვიზუალურ იდენტობასთან ერთად, განახლებული ბრენდ პლატფორმა წარადგინა.

Justice League 2017 წელს შეიქმნა ახალგაზრდა იურისტების მიერ, რომლებსაც უკვე ჰქონდათ დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილება კონკრეტულ სამართლებრივ დარგებში. მათი მთავარი მიზანი იყო, იურისტები კოპანიებისა და კერძო პირების წარმატებულ სტრატეგიულ პარტნიორობად ექციათ.

M: როგორ გაჩნდა Justice League-ის შექმნის იდეა?

ირაკლი ცანკაშვილი, დამფუძნებელი პარტნიორი: მაშინ გავრცელებული იყო აზრი, რომ იურისტი საჭიროა მხოლოდ მაშინ, როცა უკვე სასამართლოში ხარ. ჩვენი მიზანი იყო გვეჩვენებინა, რომ სამართლებრივი საკითხები თავიდანვე სწორად უნდა იყოს გაწერილი, რათა პრობლემა არ წარმოიშვას.

დღეს, Justice League სთავაზობს სამართლებრივ მომსახურებას როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო კომპანიებს, საარბიტრაჟო წარმომადგენლობიდან დაწყებული, ლიცენზიებითა და სარედაქციო კონტრაქტებით დასრულებული. გუნდის სპეციალიზაცია ასევე მოიცავს იურიდიულ აუთსორსს, რაც გულისხმობს იურისტთა გუნდის მიერ ამა თუ იმ კომპანიისთვის სრული სამართლებრივი მომსახურების შეთავაზებას.

გარკვეული დროის შემდეგ Justice League-ის გუნდი მიხვდა, რომ საჭირო იყო თავიანთი ხედვისა და სამუშაო სტილის ახალ ვიზუალურ ენაში ასახვაც.

M: როგორ გაჩნდა ახალი ვიზუალური სტილის შექმნის საჭიროება?

დიტო ხვიჩია, მმართველი პარტნიორი: წლების მანძილზე დაგროვილმა გამოცდილებამ და დღევანდელმა რეალობამ გვაჩვენა, რომ Justice League მზად იყო ახალ ეტაპზე გადასასვლელად. ამაზე მუშაობა დავიწყეთ Windfor’s-თან ერთად და დღეს გვაქვს არა მხოლოდ ახალი ვიზუალური სტილი, არამედ კარგად გამოხატული ბრენდის იდენტობაც, რომელიც ასახავს იმ ფილოსოფიას, თუ როგორ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო  ჩვენი განახლებული ლოგო, რომელიც ახლა პორტფელის მსგავსია და გამოხატავს სხვადასხვა ინდუსტრიაში დაგროვილ იმ მრავალწლიან გამოცდილებას, რომელიც ჩვენი გუნდის წევრებს გამოარჩევს. თუმცა იდენტობის ეს ვიზუალური გამოხატვა არ არის მხოლოდ ფერები ან ლოგო, ეს არის ღირებულებების, კომუნიკაციის და მომხმარებელზე ფოკუსირებული მიდგომის გადმოცემა, რომელიც თითოეულ დეტალში იგრძნობა.

M: როგორ იკვეთება ბრენდის იდენტობა და ახალი ვიზუალური ენა გუნდის ღირებულებებთან?

დიტო ხვიჩია: Justice League-ის იდენტობა დაუკავშირდა ჩვენს მთავარ მისიას, რომელსაც ასე ვხედავთ – ჩვენ კლიენტებს ვუმარტივებთ საქმეს და მიზნის მიღწევაში ვეხმარებით ყველაფრით, რასაც სრული იურიდიული მომსახურება მოიცავს. ეს გამოიხატა განახლებულ ლოგოშიც და ბრენდის სლოგანშიც – „მზად მოგებისთვის“.

ახალი ვიზუალური იდენტობის შექმნაზე Justice League-მა საკომუნიკაციო სააგენტო Windfor’s-თან ერთად იმუშავა.

ირაკლი ცანკაშვილი: Windfor’s-ის ჩართულობა ჩვენთვის იყო არა უბრალოდ ვიზუალური რებრენდინგის მხარდაჭერა, არამედ ღრმა სტრატეგიული პროცესის ნაწილი. მათთან ერთად განვიხილეთ კომპანიის ღირებულებები, არსი, ტონი და ყველაფერი ის, რაც Justice League-ის ახალ სახეს ქმნის.

M: როგორი იყო Justice League-ის რებრენდინგზე მუშაობა და რა იყო მთავარი შთაგონება ამ პროცესში?

იმის მიუხედავად, რომ იურიდიული სექტორი საკმაოდ აქტიურია, ხშირად არ ხდება, როდესაც სააგენტოს მსგავსი კომპანიის ბრენდზე მუშაობა უწევს. JUSTICE LEAGUE-ის ბრენდის სტრატეგიაზე და ვიზუალურ იდენტობაზე მუშაობაც ახალი გამოწვევა იყო შესაბამისად საინტერესო პროცესი გამოვიდა. შევეცადეთ იურიდიული სფეროსთვის დამახასიათებელი ელემეტები, მათ შორის ვიზუალური სტერეოტიპები გაგვეთანამედროვებინა და ახლებურად გადმოგვეცა. იურიდული სფეროს კონსერვატიულობა და კომპანიის გუნდის ენერგია და სულისკვეთება გავაერთიანეთ. 

M: თქვენი აზრით, როგორ დაეხმარება ახალი ვიზუალური იდენტობა Justice League-ს ბაზარზე გამორჩეულობაში?

ბექა მეფარიშვილი, Windfor’s-ის კრეატიული დირექტორი: განახლებული იდენტობა JUSTICE LEAGUE-ს თანმიმდევრულ და კონსისტენტურ კომუნიკაციაში დაეხმარება. ბრენდი მარტივად შეძლებს თავისი ხედვების, გეგმების, პროდუქტებისა და ზოგადად პროფესიონალიზმის აუდიტორიისთვის გაცნობას. ეს უკანასკნელი კი გუნდის წევრებს ნამდვილად არ აკლიათ.

[R]

Pixel 10-ის ოჯახს ახალი AI ფუნქციები დაემატა — Made by Google 2025

Pizza Hut-მა ახალი საერთაშორისო ლოგო წარადგინა