15
Jan
2019

ჯასტინ პიტერსის სიურრეალისტური ნამუშევრები

15 Jan 2019

აქამდე ამ ყველაფერს მაგიას უწოდებდნენ, დღესდღეობით კი მას ფოტოშოპი ჰქვია. რამდენიმე საუკუნის წინ მდინარის პირას მდგარი მხატვრები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ხელოვნება ოდესმე გაციფრულდებოდა. ხელოვანებს კი მიეცემოდათ საშუალება, შეექმნათ იმგვარი ნამუშევრები, რომლებსაც ადამიანები რეალურისგან ძნელად თუ გაარჩევდნენ. ციფრული ხელოვნების წარმომადგენლებს შორის ერთ-ერთი ჯასტინ პიტერსია, რომელიც საკუთარი წარმოსახვის ინტეგრირებას რეალობაში სიურრეალისტური ნამუშევრების შექმნით ახერხებს.

mBank QR
mBank QR

“ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შეგიძლია, რეალურია” – პიკასოს ეს ნააზრევი სწორედაც რომ ერგება 22 წლის ხელოვანის ნამუშევრებს. ჯასტინის ხელოვნების მთავარი ღირსება ისაა, რომ მათში ისიც კი რეალურად გვეჩვენება, რაც ზედმეტად ირეალურია. მათი მეშვეობით, მთვარე პარაშუტის როლს შეგისრულებთ და გალაქტიკაში გამოგზაურებთ. არც ის გაგიკვირდეთ, თუკი სპილოს ხორთუმს პალმა ჩაანაცვლებს. ალბათ, თქვენ ისიც არ იცოდით, მაჩუ-პიკჩუს ქვეშ ულამაზესი ტბა რომ იყო…

ერთი სიტყვით, ჯასტინის ნამუშევრები აუცილებლობას აჩენს, ვიფიქროთ და ორაზროვნად შევხედოთ მათ, წარმოსახვას ბარიერები ჩამოვაშოროთ და მისი მასშტაბები მნიშვნელოვნად გავზარდოთ. იგი იმედოვნებს, რომ მნახველი საკუთარ თავში ახალ სამყაროს აღმოაჩენს, სწორედ ისეთს, რომელშიც “ჩაყვინთავს და დაიჯერებს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუკი სამყაროს განსხვავებულად შევხედავთ…”

განხილვა