20
იან
2017

რას მოიცავს “იუვენტუსის” ახალი ლოგოს კონცეფცია?

20 იან 2017

იტალიურ საფეხბურთო კლუბ “იუვენტუსის” ლოგო სრულიად გარდაიქმნა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბრენდი ახალ ბაზარსა და სეგმენტებზე ოპერირებისთვის ემზადება. ლოგოს კონცეფციაზე, რომელიც “იუვენტუსის” მსოფლიო ბრენდად გარდაქმნას ისახავს მიზნად, Interbrand-მა იმუშავა. კლუბის ახალი კონცეფცია და ვიზუალი არის სამიზნე სეგმენტთან კომუნიკაციის ახლებური მიდგომა. “იუვენტუსი” მიზნად ისახავს ხაზი გაუსვას, როგორც მის სპორტულ პრესტიჟს, ისე ეკონომიკურ განვითარებას და გააფართოოს მისი გავლენა საერთაშორისო ბაზარზე, ფეხბურთს მიღმა.

BOG xelfasi
Bog Xelfasi mob

კლუბის ახალი სიმბოლო განსაკუთრებული გრაფიკული ეფექტების გარეშეა წარმოდგენილი. ლოგოზე ტურინის სიმბოლო – ხარი ასო J-მ ჩაანაცვლა, რომელიც კლუბის შავ-თეთრ ზოლებთან ასოცირდება. “ინტერბრენდის” წარმომადგენლების თქმით, კონცეფციის მთელი ხიბლი შავ-თეთრის კომბინაციშია, რომელიც გამარჯვებისა და მარცხის მონაცვლეობას, მათ კონტრასტს ასახავს. სიმბოლურად, ესაა ჩარჩოებიდან გამოსვლა და სრულყოფილებისკენ სწრაფვა.

განხილვა