17
Sep
2019

ქართველები რეკავდნენ ისევ, იუვენტუსის აქცია მოიგეო – “ევროპაბეთის” კამპანია

17 Sep 2019

Elit Electronics
Elit Electronics


წარმოიდგინეთ, გირეკავთ ტელეფონი, წამყვანი ომახიანად გესალმებათ “გამარჯობა, ევროპაბეთიდან გირეკავთ”. ამას კი მოსდევს ფრაზა “თქვენ მოიგეთ”… ამ სიტყვების შემდეგ კი, არაფერი გესმით. თავში ათასობით აზრი ერთმანეთში ირევა, მაგრამ სიხარულის გამოხატვა ყოველთვის ადვილი არ არის – ხან გარემოება არ გვიწყობს ხელს, ხანაც – სტერეოტიპები, ან სულაც, უკვე ძალიან მივეჩვიეთ მოგებას. “ევროპაბეთის” კამპანია იუმორით გვიყვება განსხვავებული პერსონაჟების (როგორც საერთაშორისო ვარსკვალის, ანიამციური და ისე ქართული კინოს ლეგენდის) ისტორიებს, თუ რა საპატიო მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მაგალითად, დიდი თანხის მოგებისას, სიხარულის ვერ გამოსახატავად. კამპანიაზე სააგენტო WINDFOR’S-მა იმუშავა.

 

ირინა საყვარელიძე, WINDFOR’S-ის სინიორ კოპირაიტერი: “ერთი შეხედვით, უცნაური დავალება მივიღეთ ევროპაბეთისგან. აღმოჩნდა, რომ ხშირ შემთხვევაში, გათამაშებაში მოგებული ადამიანები, არ ან ვერ გამოხატავენ მოგებით გამოწვეულ სიხარულს. როგორც წესი, წამყვანი ცდილობს ერთი-ორი ემოცია მაინც დასტყუოს გამარჯვებულს, სანაცვლოდ კი, უმეტეს შემთხვევაში გვესმის – “გაიხარე, ძმა…” ევროპაბეთს სურდა, მომხმარებლებისთვის ეთქვა, რომ როდესაც მხოლოდ სიამოვნებისთვის თამაშობ, შეგიძლია მოგებით მიღებული სიხარულიც მარტივად გამოხატო – “გაიხარო”. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საოცრად დიდი პრიზები თამაშდება.

გადავწყვიტეთ, გათამაშებაში სატელეფონო საუბრების ის მხარე გვეჩვენებინა, რომელიც არასდროს გვინახავს – “ვერ გახარების” საპატიო მიზეზები. იდეების გენერირებისას იმდენად გავცდით რეალობის საზღვრებს, რომ მიხვდით – ამბის სათქმელად, სწორედ ფანტასმგარეული, კომიკური და ხანდახან, მისტიკური ამბები უნდა მოგვეყოლა.

საბოლოო ჯამში, როგორც ვიდეორგოლის, ასევე კამპანიის მთავარი მესიჯი მარტივია – ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის – ამ დროს, მოგებაც ბევრად უფრო სასიამოვნოა და მოგებით გამოწვეული სიხარულის გამოხატვაც შესაძლებელი.”

განხილვა