in

იუვენტუსის უნიკალური სათამაშო ფორმა – დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ

გუნდის სათამაშო მაისურებზე ნომრები სპეციალური ფონტითა და რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფრაზებით განთავსდა..

Sporti
Sporti

ტურინის „იუვენტუსმა“ ჩაგვრისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ სპეციალური კამპანია დაიწყო. “Oltre la razza… creare ponti” არის ტურინის ერთ-ერთი კოლეჯის სპეციალური ინიციატივა და კამპანია, რომელიც აღნიშნულ პრობლემებსა და მისი მოგვარების გზების ძიებას ეძღვნება. იტალიაში ეს პრობლემა საკმაოდ მწვავედ დგას.

21 მარტი რასისტული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა, სწორედ ამ დღეს მიეძღვნა ტურინელების სპეციალური კამპანია, სერია ა-ს მორიგ სათამაშო ტურში ანდრეა პირლოს გუნდი „ბენევენტოს“ დაუპირისპირდა. გუნდის სათამაშო მაისურებზე ნომრები სპეციალური ფონტითა და რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფრაზებით იყო განთავსებული.

“DifferencesMakeTheDifference” – კამპანიის ფარგლებში ეკიპირება მამაკაცთა და ქალთა მთავარმა გუნდებმა მოირგეს და მინდორზე ამ ფორმით გამოვიდნენ. რიცხვები სპეციალურ მესიჯებს აჟღერებდნენ, აი, რა იყო თითოეული ციფრის უკან:

0 – იტალიაში დღეების რაოდენობა რასისტული ქმედების გარეშე;

1 – ევროპაში ყოველი სამი შავკანიანი ადამიანიდან ერთი რასისტული შევიწროების ობიექტიალ

2 – ამერიკაში შავკანიანთა ოჯახების შემთხვევაში ორჯერ უფრო მეტია საკვების სიმწირის ალბათობა თეთრკანიან ოჯახებთან შედარებით; 

3 – პოლიციის მიერ, შავკანიანი ამერიკელის მკვლელობის ალბათობა სამჯერ აღემატება თეთრკანიანის მკვლელობის ალბათობას;

4 – იტალიაში 2018 წელს რასისტული ნიშნით მოტივირებული დანაშაულის რაოდენობა 4% იყო. 

5 – ევროკავშირის მასშტაბით, შავკანიანთა 5%-ს საკუთარ თავზე გამოუცდია რასისტული აგრესია;

6 – ამერიკაში ყოველი 10 შავკანიანიდან 6 აცხადებს, რომ თეთრკანიანებთან შედარებით ნაკლებად სამართლიანად ეპყრობიან;

7 – ევროპაში რასისტული აგრესიის მსხვერპლთა 7%-მა არ განაცხადა ამის შესახებ, ვინაიდან ეშინოდათ, რომ არ დაუჯერებდნენ;

8 – იტალიაში 2019 წელს, 800-ზე მეტი დანაშაულებრივი ქმედების მოტივი რასიზმი და ქსენოფია იყო;

9 – 10 დან 9 ქვეყანაში სჯერათ, რომ რასიზმი და პოლიციის მხრიდან ძალადობა მათ სამშობლოში პრობლემას წარმოადგენს.


სპორტმშენი იწყება – შექმენი შენი სპორტი

Kernel-ის ციფრული ხელსაწყოები, ინვოისისა და ფინანსური კალკულაციებისთვის