in

ჯეიმს ვების ტელესკოპი კოსმოსში მიმდინარე წლის დეკემბერში გაეშვება!

ამ მომენტს მეცნიერები დიდი ხანია, ელიან…

veon
veon

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც NASA-მ დიდი ხნით გადადო, ექსპლუატაციასთან ახლოს არის.  კოსმოსური სააგენტო ტელესკოპის გაშვებას მიმდინარე წლის 18 დეკემბერს გეგმავს – ამ გადაწყვეტილების მიღება ახლახან წარმატებით დასრულებულმა ტესტებმა განაპირობა.

ტელესკოპს კოსმოსში ESA-ს რაკეტა Ariane 5 გაიყვანს, რომელსაც 2020 წელს შექმნილი პრობლემების გამო ამ წლის ივლისამდე არ განუხორციელებია კოსმოსური ფრენა. ბუნებრივია, ვიდრე მოწყობილობა ამ უკანასკნელს მიემაგრება, იგი სპეციალურ შემოწმებას გაივლის, ავზებს საწვავით აავსებენ, სხვადასხვა ინსტრუმენტს სპეციალურ საფარს მოხსნიან და ა. შ. შემდეგ კი ხელსაწყო აპარატს 26 წუთში ჩამოშორდება, რათა დამოუკიდებლად განაგრძოს სვლა – გაშლილი მზის პანელით, სარკეებით და გამოსხივებისგან დამცავი ფარით.

აღსანიშნავია, რომ სპეციალისტებმა მსოფლიოში უმძლავრესი ობსერვატორიის შექმნაზე მუშაობა ჯერ კიდევ 1996 წელს დაიწყეს.NASA-ს, ევროპისა და კანადის კოსმოსური სააგენტოების ერთობლივი მისიის ფარგლებში მის გაშვებას თავდაპირველად 2007 წელს გეგმავდნენ, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, მოსამზადებელი პერიოდი საგრძნობლად გაიწელა.

უკვე 2016 წლისთვის JWST დასრულებულად  ითვლებოდა, მაგრამ მის კომპლექსურ კონსტრუქციაში მრავალი ხარვეზი აღმოჩნდა. ამასთან, Covid-19-ის პანდემიამ კიდევ უფრო შეაფერხა NASA-ს ძალისხმევა.

მიუხედავად მსგავსი ინციდენტებისა, ტელესკოპის ღირებულება არ შეცვლილა. იგი ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მემკვიდრედ ითვლება, თუმცა ბევრად დიდ სარკეს მოიცავს და ასევე, დაბალი სიხშირის დაკვირვებებს უზრუნველყოფს (განსაკუთრებით შუა ინფრაწითელ დიაპაზონში). ბუნებრივია, ეს მახასიათებელი მას ადრეული გალაქტიკების აღმოჩენაში დაეხმარება, რომლებსაც ჰაბლიც კი ვერ პოულობს.

თავის მხრივ, ასეთი მახასიათებლები განაპირობებს სპეციფიკური ტექნიკური საჭიროებების არსებობას. მაგალითად, ტელესკოპმა ძალიან ცივი ტემპერატურა -370F უნდა შეინარჩუნოს.

როგორც ცნობილია, მისია შედარებით ხანმოკლე იქნება, ვინაიდან JWST-ს თავისი ორბიტის შესანარჩუნებლად დიდი ოდენობის საწვავი სჭირდება და არ შეიძლება, უსასრულოდ გაგრძელდეს – NASA ამ ეტაპზე ხუთწლიან პერიოდს განიხილავს, თუმცა 10 წლიან ვადასაც განიხილავს.

გარდა იმისა, რომ ტელესკოპი ადრეულ სამყაროს უფრო დიდ ნათელს მოჰფენს, იგი ასტრონომებსა და ასტროფიზიკოსებს კვლევითი ხარვეზების შევსებაში დაეხმარება. ამრიგად, საკმაოდ დიდი და რეალური შანსი არსებობს იმისა, რომ JWST-მ კოსმიური საიდუმლოებების ამოხსნაში დიდი როლი შეასრულოს.

როგორ უზრუნველვყოთ კომპანიის სტრატეგიული მოქნილობა?

20 წელი 11 სექტემბრის ტრაგედიიდან! დღე, რომელმაც მთელი აშშ გააერთიანა!