in

ვების ტელესკოპმა 6 „ობოლი პლანეტა“ აღმოაჩინა

სამყაროს საიდუმლოებები რომ გაამჟღავნონ, მეცნიერები მასში მოხეტიალე ობიექტებს ეძებენ, უფრო ზუსტად ვარსკვლავურ ობიექტებს, რომლებიც პლანეტასა და ვარსკვლავს შორის არსებულ ხაზს ბუნდოვანს ხდის. მათ Rogue Worlds-ს უწოდებენ, ახლა კი 6 ასეთი ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა აღმოაჩინა. შესაძლოა, ეს იმაზე მიგვანიშნებდეს, რომ იუპიტერზე დიდი ციური ობიექტების შექმნა სწორედ მსგავსი სამყაროებით იწყება… ასეა თუ ისე, მეცნიერები ცდილობენ, ვარსკვლავების ფორმირების საზღვრები გამოიკვლიონ. 

M2
M2

აღნიშნული, სხვა მრავალ დასახელებასთან ერთად, ობოლი პლანეტების სახელითაცაა ცნობილი, რომელიც თავისუფლად მოძრავ ციურ ობიექტებს ასახავს. პლანეტების მსგავსი მასა აქვს, თუმცა მათგან განსხვავებით, ცენტრალური ვარსკვლავის გრავიტაციაზე არ არის მიბმული ისე, როგორც დედამიწაა მიჯაჭვული მზის გრავიტაციაზე. სანაცვლოდ, თავისუფლად დაცურავენ კოსმოსში…

ფორმირების პროცესითა და ზომით ვარსკვლავებს ჰგავს, უმეტესობა იმ მასალისგანაა შექმნილი, რომელსაც პლანეტის ფორმირების ადრეულ სტადიაზე ვხედავთ. გარშემო კოსმოსური მტვრის დისკიც უნდა ჰქონდეთ, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ვარსკვლავების, ისე პლანეტების ფორმირებისთვის. ზოგიც მოლეკულური ღრუბლების აფეთქების შედეგად წარმოიშვა, რომელთაც არ აქვთ საკმარისი მასა ბირთვული შერწყმისთვის, რაც უკვე ვარსკვლავებისთვისაა საჭირო. 

მართალია, უკვე ამგვარი 70-170 პლანეტის შესახებ იციან, მაგრამ მეცნიერების გამოთვლებით, სამყაროში მსგავსი ტრილიონობით ობიექტი უნდა იყოს. ჩვენს გალაქტიკაში კი საკმაოდ იშვიათია, მაგრამ ახლა JWST გვეუბნება, რომ NGC1333-ის ვარსკვლავური კლასტერის 10%-ს შეადგენს. 

ჩვენ გამოვიყენეთ ვების ინფრაწითელი ტალღის სიგრძეების უპრეცედენტო მგრძნობელობა, რათა მოგვეძებნა ახალგაზრდა ვარსკვლავური კლასტერის ყველაზე მკრთალი წევრები, გვეპოვა პასუხი ასტრონომიის ფუნდამენტურ კითხვაზე — რამდენად მსუბუქ ობიექტს შეუძლია ჩამოყალიბდეს ვარსკვლავის მსგავსად? აღმოჩნდა, რომ ყველაზე პატარა, თავისუფლად მცურავ ობიექტებს შეუძლიათ ვარსკვლავების მსგავსი ობიექტების ჩამოყალიბება…, — აცხადებს კვლევის თანაავტორი. 

საინტერესოა, რომ მეცნიერებს იუპიტერის მასაზე 5-ჯერ ნაკლები ობიექტი არ აღმოუჩენიათ მიუხედავად იმისა, რომ JWST-ს ამის უნარი ჰქონდა. ეს კი იმაზე მიგვითითებს, რომ მათზე მსუბუქ ობიექტებსაც შეეძლებათ ისე ჩამოყალიბება, როგორც პლანეტებს…

შესაძლოა, მინიატიურული პლანეტარული სისტემის ბაღი იყოს მასშტაბით, რომელიც ჩვენს მზის სისტემაზე გაცილებით პატარაა, — ამბობენ მეცნიერები ჯეიმს ვების აღმოჩენაზე.

თიბისიმ უცხოურ კომპანიებს ტექგამოცდილება გაუზიარა

ჩაანაცვლებენ ადამიანურ რესურსს ხელოვნური ინტელექტით? – Klarna-ს მაგალითი