in

ჯეიმს ვების ტელესკოპმა „ახალშობილი ვარსკვლავი“ დააფიქსირა

ჯეიმს ვების ტელესკოპმა კოსმოსური სიდიადის უახლესი ფოტო გამოაქვეყნა: ლურჯ-ნარინჯისფერი მტვერი, რომელიც ახლად წარმოქმნილი ვარსკვლავისგანაა გამოდევნილი. ეს ფერადი ღრუბლები მხოლოდ ინფრაწითელ შუქზე ჩანს და შესაბამისად, აქამდე არც არასდროს უნახავთ ასტრონომებს, ვიდრე Webb Near Infrared Camera (NIRCam) გადაიღებდა.

M2
M2

ძალიან ახალგაზრდა ვარსკვლავი, ცნობილი როგორც პროტოვარსკვლავი L1527, სიბნელეში იმალება… თუმცა როდესაც ინფრაწითელი კამერით ვუყურებთ, მთელ ამ პროცესს ერთგვარი ეთერული ქვიშის საათის ფორმა აქვს. ამასთან, როგორც მეცნიერები ამბობენ, მტვრის ყველაზე თხელი ფენა ლურჯ ნაწილშია, ხოლო ყველაზე სქელი — ნარინჯისფერში.

პროტოვარსკვლავს, რომელიც მხოლოდ 100 000 წლისაა და ვარსკვლავის ფორმირების ძალიან ადრეულ სტადიაზეა, ჯერ არ შეუძლია საკუთარი ენერგიის გამომუშავება. მის ირგვლივ შავი დისკი კი დაახლოებით ჩვენი მზის სისტემის ზომისა — პროტოვარსკვლავს მასალით კვებავს, სანამ ის საბოლოოდ მიაღწევს „ბირთვული შერწყმის ზღურბლს“.

„საბოლოოდ, L1527-ის ეს ხედი იძლევა წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორ გამოიყურებოდა ჩვენი მზე და მზის სისტემა ჩვილობისას“, — აცხადებენ NASA-ში.

აღნიშნული პროტოვარსკვლავი მდებარეობს კუროს მოლეკულურ ღრუბელში, დედამიწიდან დაახლოებით 430 სინათლის წლის მანძილზე. ვების მსგავსი მიღწევები მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ეს აღმოჩენების ახალი ეპოქის დასაწყისი იქნება.

„ლურჯი ოკეანე“ Spotlight 2022-ის მხარდამჭერია!

„მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ” – კამპანია და მარწყვის მეურნეობა განათლებისთვის