in

აინშტაინს ეგონა, რომ ეს შეუძლებელი იყო — JWST საპირისპიროში გვარწმუნებს!

ფარდობითობის თეორიის ერთ-ერთი პირველი დადასტურებული შემთხვევა ვარსკვლავური სინათლის გრავიტაციული გადახრა გახლავთ. ეს ეფექტი კი პირველად საუკუნეზე მეტი ხნის წინ, 1919 წელს, მზის სრული დაბნელების დროს შეისწავლეს… 

M2
M2

გრავიტაციული ლინზირების ყველაზე ცნობილი ეფექტი კი აინშტაინის ბეჭედი გახლავთ — აქ შორეული გალაქტიკა ისე იდეალურადაა ახლომდებარე გალაქტიკის ცენტრში მოქცეული, რომ სინათლეს მრგვალი წრით ვხედავთ. ამ ეფექტის შესახებ აინშტაინმაც იცოდა, მაგრამ 1936 წელს თქვა, რომ ამ ფენომენზე პირდაპირ დაკვირვების იმედი არ არსებობდა. გენიოსი კი იყო, მაგრამ აშკარაა, ვერასდროს წარმოედგინა, სადამდე მიგვიყვანდა თანამედროვე ტელესკოპების შესაძლებლობები.

ჩვენ უკვე ათობით აინშტაინის ბეჭედი ვნახეთ, რომელთაგანაც ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი JWST-მ ახლახან დააფიქსირა:

სურათზე ასახული ახლოს მდებარე გალაქტიკა ელიფსურია და SMACS J0028.2-7537-ის კლასტერის ნაწილად გვევლინება. ხოლო მის ირგვლივ არსებული გალაქტიკა სპირალურია, ზუსტად ისე, როგორც ჩვენი ირმის ნახტომი. მილიარდობით წლით უფრო შორსაა, მაგრამ იდეალურია სრულყოფილი ბეჭდის შესაქმნელად.

რაღა თქმა უნდა, ამ სურათის არსებობას შესაძლებელს ჩვენი პოზიცია ხდის, რადგან სხვა გალაქტიკების ასტრონომებს ასეთი საოცარი სანახაობის დაფიქსირება არ შეუძლიათ.

უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს JWST-მ ახალი საოცარი სურათებით გაგვანებივრა, აინშტაინის ბეჭდის გარდა, შეგიძლიათ „კოსმოსური ქვიშის საათი“, „კოსმოსური ტორნადო“ და ნეპტუნის ციალი ნახოთ, რომელიც ჯეიმს ვებმა ისტორიაში პირველად დააფიქსირა!

ეს უნდა იცოდე, სანამ უძრავ ქონებას შეიძენ

Meta და UFC მაყურებლის ჩართულობის გასაზრდელად გაერთიანდნენ