ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ახლახან შემოგვთავაზა ჩვენი სამყაროს ახალი სურათი, რომელიც კოსმოსის ყველაზე შორეულ წერტილებსაც კი ასახავს. ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ნაჩვენები ასობით ობიექტი ვარსკვლავებითა და პლანეტებით სავსე გალაქტიკებია, გარდა წინ არსებული 6-ქიმიანი ვარსკვლავისა. ბევრი მათგანი, ჩვენი ირმის ნახტომის მსგავსად, სპირალს ჰგავს. ხოლო სიღრმეში არსებული ობიექტები სურათზე წითელი ფერით არის ასახული.
აქ მილიარდობით წლის წინანდელი გალაქტიკებია ნაჩვენები, რადგან ზუსტად ამდენი დრო სჭირდება შუქს ჩვენამდე მოსასვლელად, ასე ორი გალაქტიკა და შავი ხვრელებიც ვლინდება, რომლებიც დიდი აფეთქებიდან დაახლოებით 740 მილიონ წელში უნდა შერწყმოდა ერთმანეთს.
ვების ტელესკოპის სპექტოგრაფებით, რომლებიც განსხვავებულ შუქს სხვადასხვა ფერის სპექტრში წარმოგვიდგენს, შესაძლებელი გახდა გალაქტიკებში მბრუნავი მკვრივი აირების დადგენაც, რითაც შავ ხვრელებსაც მარტივად მიაგნეს. აღმოაჩინეს, რომ ადრეული შავი ხვრელები ექსტრემალურად მასიურია, ეს კი მათი ახალგაზრდობის გამო, მეცნიერებისთვის საკმაოდ მოულოდნელი გახლდათ. თუმცა ვები ახლა გვაჩვენებს, რომ შერწყმა საკმაოდ დიდი ხნის წინ მოხდა.
„მიღებული შედეგების თანახმად, შერწყმა მნიშვნელოვანი გზაა, რომლითაც შავ ხვრელებს სწრაფად გაზრდა შეუძლია. ჯეიმს ვების შორეულ სამყაროში არსებული სხვა აქტიური და მასიური შავი ხვრელების აღმოჩენებთან ერთად, ჩვენი შედეგებიც გვთავაზობს, რომ მასიური შავი ხვრელები გალაქტიკების ევოლუციას ადრეული პერიოდიდანვე განაპირობებდა“, — აცხადებს ჰანაჰ იუბლერი, ასტრონომი.
შეგახსენებთ, რომ ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი NASA-ს, ESA-სა და კანადის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი მუშაობის შედეგია, რომლის მიზანიც ადრეული სამყაროს შესახებ ინფორმაციების მოძიება გახლავთ. თუმცა ამასთან, ჩვენს გალაქტიკაში არსებულ პლანეტებსა და მთვარეებსაც აკვირდება…