ჩვენი მზის სისტემიდან დაახლოებით 25 სინათლის წლით შორს ახალგაზრდა ციური სხეულია, რომელსაც Fomalhaut-ს უწოდებენ. ის მზარდი პლანეტარული სისტემის ცენტრში დგას, ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია ღამის ცაზე და Piscis Austrinus-ში, ანუ სამხრეთის თევზის თანავარსკვლავედში ინტენსიურად ანათებს. იმ ქვების მასპინძელ რგოლადაც მიიჩნეოდა, რომელიც მრავალი აფეთქების შედეგად მივიღეთ…
მეცნიერებისთვის კი იმიტომ იყო საინტერესო, რომ ზუსტად ისეთ გარემოს გვთავაზობს, საიდანაც შეიძლებოდა პლანეტები ჩამოყალიბებულიყო. თუმცა ეს უკვე წარსულია, რადგან ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა აღმოაჩინა, რომ იგი სამ სხვადასხვა ნარჩენის ველს მასპინძლობს. ამასთან, არც ძალიან განსხვავდება ჩვენი ნისლეულის ასტეროიდული სისტემებისგან. თუმცა ბევრად დიდი ნამდვილადაა — 80 ასტრონომიულ ერთეულს შეადგენს, დაახლოებით იმაზე 10-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე ასტრონომები ფიქრობდნენ.
მისი მეორადი სარტყელი კი დანარჩენი ორბიტიდან 23 გრადუსით არის დახრილი. მართალია, ამის ზუსტი მიზეზი ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ კვლევის წამყვანი ავტორის ანდრას გასპარის თქმით, ამ უცნაური დახრილობის მიზეზი ვარსკვლავების პლანეტები შეიძლება იყოს.
ბოლო სარტყელს კი თავდაპირველად ეგზოპლანეტად თვლიდნენ, რომელსაც Fomalhaut b და Dagon-ს უწოდებენ. თუმცა მეცნიერებმა ეს მოსაზრება გააქარწყლეს, როცა აღმოაჩინეს, რომ კონკრეტული „პლანეტა“ კოიპერის სარტყელში არსებული მტვრის ღრუბლის მსგავსი იყო და მას უკვე Great Dust Cloud უწოდეს. მართალია, ჯერ არ არის ცნობილი, თუ რა „ღრუბელია“ ეს, მაგრამ მეცნიერების ვარაუდით, 400 მილიონი წლის წინ მომხდარი აფეთქების შედეგი შეიძლება იყოს. თუმცა იმასაც გვეუბნებიან, რომ ყველაფერს ნათელი ძალიან მალე მოეფინება…